title

როგორი განწყობაა ვალენტინობის დღეს ევროპაში

31.01.2020

საუკეთესო საშუალება გაიზიაროთ ტკბილი მოგონებები თქვენი ცხოვრების თანამგზავრთან ერთად! იმოგზაურეთ წმ. ვალენტინის დღეს ევროპაში, თქვენს საყვარელ ადამიანთან ერთად, ჩვენ კი მოგაწვდით იდეებს ამ რომანტიული დღის აღსანიშნავად.

 

პარიზი

სიყვარულის ქალაქი; შეუძლებელია მისი წარმოდგენა რომანტიული განცდების გარეშე. აქ უამრავი საშუალებაა იმისთვის, რომ დრო შეყვარებულთან ერთად საინტერესოდ გაატაროთ. პარიზი არის ქალაქი, სადაც 99 მიშლენის ვარსკვლავიანი რესტორანია, ამიტომ იგი სწორედ რომ შესაფერისი ადგილია გურმანებისთვის. შედარებით დაბალ ფასად შეგიძლიათ ისიამოვნოთ პიკნიკით ქალაქის ულამაზეს პარკებში, გაისეირნოთ და დატკბეთ თვალწარმტაცი გარემოთი, დაესწროთ კულინარიულ მასტერკლასებს, გაიკეთოთ წყვილებისთვის განკუთვნილი მასაჟი სასტუმროში, ან ჩაიტაროთ სხვა სახის მასაჟის პროცედურები და სხვ.

 

 

რომი

 

მარადისობის ქალაქი, საოცრებათა სამყარო, რომელიც წყურვილს მოგიკლავთ და შეგრძნებებს გაგიმძაფრებთ.  რა უნდა იყოს იმაზე რომანტიული, თუ არა უძველესი რომის ქუჩებში ხელიხელჩაკიდებული სეირნობა და მის საოცრებათა სამყაროსთან ზიარი. გაისეირნეთ ქალაქის ცენტრალურ უბნებსა და შემოგარენში, დათვალიერეთ კოლიზეუმი, ვატიკანი, რომაული ფორმუმი, პალატინის გორაკი, მოდური უბნები და ნუ დაგავიწყდებათ ტრევის შადრევანში მონეტის ჩაგდება.  

დააგემოვნეთ ადგილობრივი სამზარეულო, რომელმაც იტალია არანაკლებ პოპულარული გახადა: პიცა, ხელნაკეთი სპაგეტით დამზადებული კერძები და ადგილობრივი წარმოების ღვინო. ერთხელ მაინც თუ ეწვევით რომს, ის თქვენს გულში ისეთ ნაპერწკალს დაანთებს, რომ მისი სული აუცილებლად მოგიხმობთ უკან.

 

 

 

ბერლინი

 

წყვილების უსაყვარლესი ქალაქი და ყველაზე რომანტიული გზა ვალენტინობისკენ. ქალაქი სტუმრებს უამრავ საინტერესო რამეს სთავაზობს ამ დღის აღსანიშნავად. ბერლინი ძალიან ლამაზი ქალაქია სასეირნოდ, განსაკუთრებით საღამოს, როდესაც ქალაქის ულამაზესი შენობები და საკულტო ნაგებობები მორთული და განათებულია. ბრანდერბურგის კარიბჭე ცნობილი არა მხოლოდ მისი ჯადოსნური სილამაზით, არამედ ასევე მნიშვნელოვანია, როგორც ქვეყნის ერთიანობის სიმბოლო. აღმოსავლეთის გალერეა მუჰლენ შტრასეზე კრეუცბერგში მნიშვნელოვან ისტორიულ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს, რომელიც  ყოფილი ბერლინის კედელს უკავშრდება. აქ გასეირნება წყვილებს სასიამოვნო მოგონებების აღუძრავს. ამ ადგილას განთავსებულია ჭიშკარი, რომელზეც შეყვარებულები ბოქლომებს კიდებენ საკუთარი გრძნობების სამუდამოდ აღბეჭდვის მიზნით. 

 

 

                                                

 

ვენა

 

საუკეთესო ადგილი ვალენტინობის დღეს სამოგზაუროდ: ამ ქალაქს აქვს უნიკალური ხიბლი, რომელიც მას ევროპის ერთ-ერთი ყველაზე რომანტიული ქალაქის სტატუსს ანიჭებს. ვენას სიყვარულითა და პატივისცემით ებყრობა ხელოვან ხალხს და ადგილობრივ ყავას. იგი ძველისა და ახლის მოხდენილი ნაზავია, რომელსაც რიყის ქვებით მოკირწლული ვიწრო ქუჩებითა და ალეებით მიუყვებით და იკარგებით ულამაზესი სახლებთ დამშვენებულ ქუჩებში.  გაასეირნეთ შეყვარეული მსოფლიოში უძველეს ეშმაკის ბორბალზე და პაემანი მის მწვერვალზე მოთავსებულ რესტორანში დაასრულეთ. სადილი ამ რესტორანში უდავოდ თქვენს აღფრთოვანებას გამოიწვევს.  ქუჩაში გამოფენილი პატარა ლამაზი კაფეები ასევე გასაოცარ კერძებს სთავაზობენ ქალაქის სტუმრებს, ხოლო მსახიობები დაუვიწყარი სანახაობით გართობენ.  რომანტიული საღამოს სასიამოვნო დასასრული უგემრიელესი ყავა და ცხენების ეტლით გასეირნებაა. ფეხით გასეირნება გრძელ მიხვეულ - მოხვეულ ქუჩებში სასიამოვნო მოსაუბრესთან ერთად ევროპის ყველაზე რომანტიულ ქალაქში კიდევ უფრო საინტერესო იერს შესძენს ვალენტინობის თავგადასავალს.

 

 

ვენეცია

ვალენტინობისთვის ერთ-ერთი ყველაზე რომანტიული ადგილი ვენეციაა: არის მასში რაღაც ჯადოსნული; ქალაქი, რომელიც თითქოს წყალში იძირება ლაგუნაზე მოტივტივე გონდოლაზე  შესრულებული სერენადებით მშვენდება. სასიამოვნო თავგადასავალი გელით ვენეციის კუნძულზე მიხვეულ მოხვეულ  ქუჩებში განთავსებულ პაწაწინა, მყუდრო კაფეებში, სადაც შეძლებთ, დააგემოვნოთ საუკეთესო პასტა და ღვინო! აქ სილამაზეს ნებისმიერი რაკურსით აღიქვამს მნახველი. სან მარკოს მოედანზე მანათობელი ვარდისფერი შუქურები განსაკუთრებული რომანტიული ელფერით უნათებენ სასტუმროსკენ მიმავალ გზას შტაბეჭდილებებით დაღლილ შეყვარებულებს. 

 

 

ფლორენცია

 რომანტიული თავგადასავლებისთვის იმოგზაურეთ ფლორენციაში. ქალაქი სულით ხორცამდე რომანტიზმითაა გაჯერებული. შეუძლებელია იმის თქმა, კონკრეტულად რა ანიჭებს მას ამ რანგის რომანტიულობას: სამზარეულო, არქიტექტურა, ყველი, ღვინო, მსოფლიო დონის ხელოვნება თუ სხვა რამ თუმცა, ერთი რამ ცხადია - ამ ქალაქში უბრალოდ ყოფნაც კი რომანტიულია.

რომანტიკა ჰაერში ტრიალებს, ხოლო თუკი უფრო ძლიერი ნაპერწკალი გჭირდებათ რომანტიული ცეცხლის გასაჩაღებლად, ჩაერთეთ ღვინის ტურში, გასინჯეთ ცნობილი იტალიური ნაყინი და დატკბით მზის ჩასვლით მიქელანჯელოს მოედანზე.  თუ ისტორიის მოყვარებული ხართ, ეწვიეთ უფიცის მუზეუმს, ან გაისეირნეთ ბობოლის ბაღებში. უმჯობესია სკუტერის დაქირავება და გასეირნება ტოსკანიის შემოგარენში და მოიწყვეთ პიკნიკი! ერთი ბოთლი ჩიანტი, ტოსკანური მზე და საყვარელი ადამიანი გვერდით - უდავოდ დაუვიწყარ რომანტიულ განწყობას შეგიქმნით ფლორენციაში! 

 

 ვერონა

ვერონად უდავოდ ყველაზე რომანტიული ქალაქია მსოფლიოს დანარჩენ ქალაქებს შორის არა მხოლოდ მისი ისტორიული შარმის, არამედ ასევე რომეო და ჯულიეტას გამო. შექსპირისეული უდიდესი სიყვარულის ისტორიამ თავისი კვალი დატოვა ამ ქალაქზე. მიუხედავად იმისა, რომ აქაური ატრაქციები ტურისტებისთვის არის მოწყობილი, შესაძლებლობა გეძლევათ პატივი მიაგოთ ჯულიეტას საფლავს მის აივანზე. უფრო მეტიც, შეგიძლიათ ითამაშოთ მისი მდივნის როლი ჯულიეტას კლუბში, ან სულაც წერილი მიწეროთ მას. თუ მსგავსი აქტივობა არ გიზიდავთ, ვერონაში უამრავი ადგილია რომანის გასაჩაღებლად. რომაელების ეპოქის ქალაქს პონტე პიეტროს ამფითეატრი ამშვენებს. თუკი თქვენს გულს უფრო ბუნების პეიზაჟები ახარებს, მზის ჩასვლის სანახავად კასტიელ სენტ პიეტრასკენ გაემართეთ. რიყის ქვით მოკირწლულმა ქუჩებმა დაგღალათ? - მაშინ გარდინო გიუსტის დამალული ბაღები მოინახულეთ და იხეტიელეთ მის უკიდეგანო ლაბირინთებში. თუკი ყველაფერი მოგბეზრდათ, გაისეირნეთ მდინარე ადიჟესკენ, დააგემოვნეთ ნაყინი და ისიამოვნეთ მრავალფეროვანი პიცის არჩევანით.