Notice: Undefined variable: UB in /home/blueb001/public_html/libs/Functions.php on line 616

Notice: Undefined variable: UB in /home/blueb001/public_html/libs/Functions.php on line 630
title

რა უნდა ვიცოდე როცა მარტო ვმოგზაურობ

14.03.2020

ვისაც არ უყვარს მარტო მოგზაურობა, მისთვის ეს ხშირად განსაკუთრებული გამოცდილებაა, რომელიც გაუფილტრავია ცრურწმენებისგან, და თანამგზავრის  გემოვნებითსგან. შეგიძლიათ მოგზაურობა დაგეგმოთ ზედმეტი თავის ტკივილის გარეშე. ამ ტიპის  მოგზაურობა  საშუალებას გაძლევთ, მარტო დარჩეთ საკუთარ თავთან და ბოლომდე ჩაეშვათ თვითშემეცნების საინტერესო პროცესში.

 

რა თქმა უნდა მარტო მოგზაურობას თავისი უარყოფით მახასიათებლებიც აქვს - როგორებიც არის უსაფრთხოების საკითხები, მარტოსულობა და სხვა ფაქტორები. თუმცა ცოტათი მეტი შემზადების შემთხვევაში,  დამოუკიდებლად მოგზაურობა მეტ სიამოვნებას მოგანიჭებთ. შეგიძლიათ გააკეთოთ დანაზოგიც.

 

მარტო მოგზაურობის დროს შეგიძლიათ დრო თქვენი სურვილის მიხედვით გაანაწილოთ, ეს იქნება მუზეუმებში დღის დიდი ნაწილის გატარება, თუ რომელიმე ლამაზ კაფეში სათობრივად ყავის სმა, ეს მხოლოდ თქვენი გადასაწყვეტი იქნება. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამ დროს დაშვებული შეცდომები, თქვენი შეცდომებია და არავის წინაშე მოგიწევთ თავის მართლება და ამავდროულად მიღებული გამოცდილება თვითშეფასებას გაგიორმაგებთ.

 

 

ყველაზე ხშირად დასმული შეკითხვა არის, რამდენად ვართ დაცული მარტო მოგზაურობის დროს? მეწყვილის გარეშე, რამდენად შევძლებთ საკუთარი თავი დავიცვათ კრიმილაებისა და თაღლითებისგან. მაგრამ რაოდენობა არ განსაზღვრავს უსაფრთხოებას. მარტო მოგზაურობის დროს უფრო მარტივია იყო მობილიზებული, ვიდრე ჯგუფთან, რადგან ჯგუფის წევრებს შორის ხდება ყურადღების გადატანა სხვა საკითხებზე, და მნიშვნელოვანი დეტალები ყურადღების მიღმა რჩება.

 

გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რაც დაგეხმარებათ კომფორტულ მოგზაურობაში:

 

გამოიყენეთ ტურისტული კომანიის მომსახურება, რათა ნაკლები ძალისხმევით მიიღოთ საიმედო მომსახურება. დიდი მნიშვნელობა ენიჭება სასტუმროს სწორად შერჩევას, ტურისტული სააგენტოების თანამშრომლები კი ფლობენ სათანადო გამოცდილებას და მზად არიან უპასუხონ თქვენს ინტერესებს და საჭიროებებს და განთავსებაც შესაბამისად შეგირჩიონ.

 

ნებისმიერ შემთხვევაში თან ატარეთ თქვენი პასპორტი, რათა ყოველთვის, ნებისმიერი საჭიროების დროს ადვილად მოახერხოთ იდენტიფიცირება. მოსახერხებელი არის ე.წ. წელის  ჩანთა, რათა მუდმივად მოახდინოთ თანხის მეთვალყურეობა.

 

ნუ ატარებთ ძვირფას ნივთებს თან, რითაც ყურადღებას მიიპყრობთ საეჭვო პირებისგან.

 

როდესაც მოგიწევთ ვინმეს მისამართზე ჩაეკითხოთ, უმჯობესია თუ არ ეტყვით რომ მარტო ხართ და მცირედით მოიტყუებით, მაგალითად იკითხეთ, რომ გჭირდებათ მუზეუმის მისამართი, რადგან მეგობარს ხვდებით ამ ადგილზე.

 

კარგი იქნება ასევე, თუ თქვენი მოგზაურობის  დეტალები (ფრენის განრიგი, სასტუმროს მისამართი და ა.შ) ეცოდინებათ ოჯახში, ან ახლო მეგობარს შეატყობინებთ, რათა საჭიროების შემთხვევაში სწრაფად მოახდინოთ ინფორმაციის აღდგენა.

 

მარტო მოგზაურთათვის ასევე საყურადღებოა, რომ თავი აარიდონ ღამით გადაადგილებას, რადგან ყველა ქალაქს ინდივიდუალური  ცხოვრების სტილი აქვს, განსაკუთრებით ღამით, რაც შესაძლოა არ აღმოჩნდეს თქვენთვის უსაფრთხო და ნებისმიერი უცხო ქცევა (მაგალითად, დახმარების შეთავაზება უცხო პირისგან), აღმოჩნდეს თქვენთვის სტრესული.

 

ენდეთ ყველას და ამავდროულად არავის, ეს არის სლოგანი, რომელიც არ უნდა დაგავიწდეთ. მარტო მოგზაურობის დროს გაიცნობთ უამრავ უცხო ადამიანს, ვისთანაც სასურველია რომ იყოთ გახსნილი, რადგან ამ ტიპის მოგზაურობის ხიბლი სწორად ახალი მეგობრების შეძენაა. მაგრამ არ დაგავიწყდეთ პირადი უსაფრხოების შენარჩუნება, მაგალითად, ნუ სთხოვთ მათ  თანხის შენახვას.

 

სასარგებლო ელ. ბმულები, რომლებიც შეიძლება დაგჭირდეს:

 

 

MAPS ME ძალიან კარგი საშუალება საორიენტაციოდ

27 საჭირო აპლიკაცია მარტო მოგზაურთათვის