Notice: Undefined variable: UB in /home/blueb001/public_html/libs/Functions.php on line 616

Notice: Undefined variable: UB in /home/blueb001/public_html/libs/Functions.php on line 630
title

რატომ უნდა დავისვენოთ საბერძნეთში?

16.03.2020

შვებულების დაგეგმვა ერთ - ერთი რთული და ამავდროულად სასიამოვნო პროცესია. გთავაზობთ საინტერესო ინფორმაციას საბერძნეთის ორ ყველაზე ხშირად მოთხოვნად საზღვაო კურორტზე, სადაც დასვენება ედემის ბაღში მოგზაურობას წააგავს. მდებარეობა, კლიმატი, გარემო, სამზაურელო და ადგილობრივების გამორჩეული სტუმართმოყვარეობა დაუვიწყარ სინთეზსს ქმნის.

 

როგორი წარმოგიდგენიათ ჰალკიდიკი?

ეგეოსის ზღვაზე გადაჭიმული 500 კილომეტრი სიგრძის სანაპირო ზოლი, ქვიშიანი სანაპირეობი და კრისტალურად სუფთა წყალი საოცარ სილამაზეს ქმნის.

რაც მთავარია აქ დიდ ყურადღებას აქცევენ ეკოლოგიას, თითქმის ყველა პლიაჟი დაჯილდოვებულია ევროკავშირის მიერ „ლურჯი დროშით“. საუკუნოვანი ფიჭვის ტყეები, უძველესი არქეოლოგიური ძეგლები, განვითარებული ინფრასტრუქტურა, კომფორტული დასვენებისთვის ყველა პირობას ქმნის.

გეოგრაფიულად ნახევარკუნძული იყოფა ოთხ ნაწილად: ცენტრალურ და მისგან გამომდინარე, სიგრძეზე განლაგებულ სამ ნახევარკუნძულად, სახელწოდებით - კასანდრა, სითონია და განთქმული ათონის მთა. თუ ნახევარკუნძულს ზემოდან შევხედავთ იგი კიბორჩხალას ფეხებს მოგვაგონებს, ამიტომაც ალბათ, ბერძნები მათ «ფეხებს» უწოდებენ.

ჰალკიდიკის ნახევარკუნძულზე კარგად განვითარებული საგზაო სისტემაა, შესაბამისად ყველა კურორტი ადვილი მისაგნებია.

 

მოგზაურობისას ერთ - ერთი მნიშვნელოვანი შოპინგია, ყოველ ტურისტულ დასახლებაში ფუნქციონირებს უამრავი მაღაზია- სუპერმარკეტებით. ტრადიციულ პროდუქტებთან  და სუვენირებთან ერთად თქვენ შეგეძლებათ შეიძინოთ მაღალი ხარისხის ბეწვეული ხელმისაწვდომ ფასად.

დღისით განტვირთვის შემდეგ, ღამით კლუბებში გართობასაც შეძლებთ. აქ წარმოდგენილია დიდი ღამის კლუბები, ბიჩ - ბარები. ძირითად რაოდენობას ემატება სალონიკის პოპულარული კლუბები, რომლებიც ზაფხულში გადმოაქვთ. კასანდრაზე ცნობილია კალიფეა, ხანიოტი, პევკოხორი. სიტონიაზე - სარტი, ათონზე - ურანოპოლისი.

 

კრეტა

იგივე ევროპის ცივილიზაციის აკვანი, არანაკლებ შთამბეჭდავი მიმართულებაა. ფირუზისფერი ზღვა და ულამაზესი მთის პეიზაჟები საოცარ ერთობას ქმნის. კუნძული ისტორიის სიძველით და უნიკალური მუზეუმებითაც არის ცნობილი. აქ მოხვედრაზე უამრავი მოგზაური ოცნებობს, რადგან სასიამოვნო კლიმატი და გამორჩეული ლანდშაფტი, კომფორტულ გარემოს ქმნის დასასვენებლად.

 

კრეტის სამზარეულო დაფუძნებულია ტრადიციულ, ოჯახში მომზადებულ კერძებზე.  ისტორიის განმავლობაში ის გავლენები, რომლებიც აისახებოდა სხვადასხვა ქვეყნის მხრიდან, სამზერეულოშიც არის წარმოდგენილი, ბერძნულთან ერთად თურქული და კვიპროსული გავლენაც იგრძნობა გემოებში.

კრეტაზე აქტუალურია ასევე ღამის ცხოვრება.

მნიშვნელოვანია ალბათ ისიც, რომ სადაც არ უნდა იყოს თქვენი სამყოფელი: ჰერაკლიონი, ხანია, თუ რეტიმნო, მეზობელ კუნძულებზეც გადასვლა დროის მცირე მონაკვეთთან არის დაკავშირებული, როგორებიცაა სანტორინი და მიკონოსი. თან ყველაზე მოსახერხებელია ის ფაქტი, რომ შეგეძლებათ ზემოთ ნახსენებ კუნძულებზე ერთღიანი ექსკურსიები მოიწყოთ და გაიმდიდროთ როგორც შთაბეჭდილებები, ასევე თქვენი ფოტო - მასალა. კრეტაზე დასვენება ყველა ფაქტორის მიხედვით მოსახერხებელი და შთამბეჭდავია.