Notice: Undefined variable: UB in /home/blueb001/public_html/libs/Functions.php on line 616

Notice: Undefined variable: UB in /home/blueb001/public_html/libs/Functions.php on line 630
title

7 მიზეზი, თუ რატომ შეიძლება იყოს ლისაბონი საუკეთესო ქალაქი ევროპაში

28.03.2020

 რა თქმა უნდა, ლისაბონის სილამაზის ასახვა 7 კომპონენტში წარმოუდგენელია, მაგრამ გთავაზობთ 7 მიზეზს, რაც ამ ქალაქის შესახებ აუცილებლად უნდა გახსოვდეთ.

 

1. ლისაბონს გამორჩეულად ლამაზი ქუჩები აქვს, აქ დიდ ყურადღებას აქცევენ ქუჩის მოხატვის ხელოვნებას.

 

2. ლისაბონში თუ გაემგზავრებით,  აღმოაჩენთ ღამის ცხოვრების ყველაზე აქტიურ ფორმას. იქ მთელი ღამის განმავლობაში ხდება რაღაც საინტერესო, განსაკუთრებით გამოარჩევენ რეგიონს - ბაჯრო ალტო (Bairro Alto)

 

3. მეოცე საუკუნის ევროპული მოდერნიზმის ერთ - ერთი გამორჩეული წარმომადგენელი ფერნანდო პასაო პორტუგალიელი გახლავთ. იგი ფილოსოფიურად აღწერს გაბატონებულ ეროვნულ მსოფლხედვას.  ლიტერატურის მოყვარულები შეგიძლიათ დატკბეთ მისი საინტერესო შემოქმედებით.

 

4. პორტუგალიურმა ტარტმა, არც მეტი არც ნაკლები, დაიპყრო მსოფლიო. ეს უბრალო გემო არ გეგონოთ, ჩამოჯექით კაფეში: Antiga Confeitaria de Belem café და შეიგრძენით ამ დესერტის ყველაზე ნამდვილი გემო.

 

5. ევროპაში სულ რამდენიმე დედაქალაქს აქვს კარგი სანაპირო ზოლი. ლისაბონს სინტრა გამოარჩევს.

 

6. ლისაბონში შენიშნავთ, რომ აქ განსხვავებული ხედვა აქვთ მოდის, დიზაინის და არქიტექტურის თვალსაზრისით, მაგალითად შეგვიძლია დავასახელოთ სადგური: Gare do Oriente.

 

7. ლისაბონში შეგეძლებათ ეწვიოთ მსოფლიო დონის გალერეებს, სადაც აღმოსავლური და დასავლურ კოლექციებს შეხვდებით.