Notice: Undefined variable: UB in /home/blueb001/public_html/libs/Functions.php on line 616

Notice: Undefined variable: UB in /home/blueb001/public_html/libs/Functions.php on line 630
title

ფილმები მოგზაურობის შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ განწყობის ამაღლებაში

22.04.2020

გთავაზობთ ფილმებს მოგზაურობაზე, რომლებიც სასიამოვნო შთაბეჭდილებებს და მოგონებებს აღგიძრავთ, თან თვითიზოლაციის სასიამოვნოდ გატარებაში დაგეხმარებათ.

 

 

ჭამე, ილოცე, შეიყვარე (EAT, PRAY, LOVE 2010)

 

ამ ფილმში მთავარი გმირი ლიზ გილბერტსია, რომელსაც ჯულია რობერტსი ასრულებს. იგი წარმატებული , პროფესიულად შემდგარი ქალია, აქვს კომფორტული სახლი და ჰყავს მეუღლე, თუმცა სხვა ადამიანების მსგავსად აღმოაჩენს, რომ ეს პირადი კომფორტისთვის არ არის საკმარისი. იგი ცდილობს შეცვალოს პირადი ცხოვრება, იწყებს მსოფლიოს გარშემო მოგზაურობას და საკუთარი თავის აღმოჩენას. იტალიაში მოგზაუორბისას ეცნობა ადგილობრივ სამზარეულოს, ინდოეთში შეიგრძნობს ლოცვის ძალას და კუნძულ ბალიზე კი პოულობს შინაგან სიმშვიდეს, რომელიც ნამდვილი სიყვარულის პოვნით გამოიხატება. მოკლედ, ფილმში უამრავ ფერად ეპიზოდს შეხვდებით, რომლებიც მოგზაურობის სასიამოვნო ეფექტებთან არის დაკავშირებული.

 

 

 

ველურ გარემოში (INTO THE WILD, 2007)

 

 ნამდვილ ისტორიაზე დაფუძნებული  ფილმი  ასახავს ახალგაზრდა კურსდამთავრებულის ამბავს. მან უნივერსიტეტი 1992 წელს დაასრულა, რის შემდეგაც გადაწყეტს, რომ საკუთარი ცხოვრების წესი და სტილი მას კომფორტს ვერ ანიჭებს, უარს ამბობს საკუთარ დანაზოგზე, რომელიც 24 000 დოლარს შეადგენს, იგი ამ თანხას მთლიანად ქველმოქმედებაში ხარჯავს. ამის შემდეგ იწყება მისი რეალური ისტორია, ავტოსტოპის საშუალებით  ალიასკაზე მიემგზავრება, გზად უამრავი პერსონაჟი შეხვდება,  მისი ყოველდღიურობაც მეტად მრავალფეროვანი და თავგადასავლებით სავსე ხდება. რეჟისურასაც თუ გავითვალისწინებთ საკმაოდ კარგად გადაღებული ფილმია, ასე რომ თუ მის ყურებას გადაწყვეტთ, დიდი თავგადასავლები გელით.

 

 

 

შუაღამე პარიზში (MIDNIGHT IN PARIS, 2011)

 

ეს ფილმი პარიზული რომანტიზმის ეკრანიზაციაა.  შესანიშნავი არქიტექტურა, ქუჩების წყობა, მსახიოების სინატიფე, სასიამოვნო საყურებელია. ფილმი რომანტიკოს მსახიობზეა, რომელიც დარწმუნებულია რომ 1920 იან წლებში უნდა ეცხოვრა. შეყვარებულთან ერთად პარიზში ჩამოდის და წარსულში ხვდება. ის იქ ჰემინგუეის, პიკასოს, ცოლ - ქმარ ფიცჯერალდის და გერტრუდა სტაინს ხვდება და ფიქრობს, რომ იგი სწორედ იმ ეპოქას მიეკუთვნება და სამუდამოდ დარჩენის სურვილი ამოძრავებს.

 

 

 

 

მზის ამოსვლამდე ( BEFORE SUNRISE, 1995)

 

ვენაში სამოგზაროდ უნდა უყუროთ ამ ფილმს, ეს შეყვარებული წყვილის ისტორიაა, ისინი ერთმანეთს მატარებელში გაიცნობენ, მათი ისტორია ზუსტად ერთი დღე და ღამე გრძელდება. პარიზის უნივერსიტეტის სტუდენტი სელინი და ამერიკელი ტურისტი ჯესი საკუთარ იმპულსებზე დაყრდნობით გადაწყვეტენ ერთი დღე ერთად გაატარონ, სანამ თავიანთ საცხოვრებელ ქვეყნებს დაუბრუნდებიან. მათ ერთდღიანი თავგადასავალზე რეჟისორმა  სასიამოვნოდ საყურებელი მელოდრამა შექმნა.

 

 

სალი (SULLY, 2016)

 

თვალი შევავლოთ საავიაციო სივრცესაც: ფილმი გულგრილს ნამდვილად არ დაგტოვებთ, ორი მნიშვნლოვანი ფაქტორიდან გამომდინარე: რეალურ ამბავზე არის გადაღებული და ამავროულად შესანიშნავი ეკრანიზაციაა ტომ ჰენქსის მონაწილეობით. 2009 წლის 15 იანვარს მოხდარ ამბავს „სასწაული ჰუძონზე“ შეარქვეს. ამ დღეს  კაპიტანმა ავარიული დაშვება განახორციელა მდინარე ჰუძონზე. 155 მგზავრიდან არცერთი დაღუპულა, მიუხედავად ამისა გამოძიება დაიწყო, კაპიტანის რეპუტაციას კი საფრთხე შეექმნა. ფილმი პროფესიონალიზმის ორმაგი ეფექტია, როგორც კინოგადაღების და მსახიობის ოსტატობის, ასევე კაპიტან სალის გმირობის თვალსაზრისით.

 

 

ეკიპაჟი (THE FLIGHT, 2012)

 

ფილმის მთავარი გმირი პილოტია, რომელიც  ცდილობს ალკოჰოლსა და ნარკოტიკებზე დამოკიდებულებას თავი დააღწიოს. დენზელ ვაშინგტონი შესანიშნავად ასრულებს კაპიტანის როლს, რომელსაც მაღალი პროფესიონალიზმის მიუხედავად უწევს ბრძოლა იმ მავნე ჩვევებზე, რომლებსაც ადამიანის ცხოვრების ძირეულად შეცვლა შეუძლია.

 

 

 

თარგმნაში დაკარგულები (LOST IN TRANSLATION, 2003)

იაპონიაში სამოგზაუროდ ამ ფილმს უნდა უყუროთ.ამბავი ხალხმრავალ და კაშკაშა ტოკიოში ხდება. ხანში შესული მსახიობი და ახალგაზრდა გოგონა დროის გასაყვანად საოცარ მეგობრობას წამოიწყებენ, ამბავი საინტერესოდ ვითარდება.