Notice: Undefined variable: UB in /home/blueb001/public_html/libs/Functions.php on line 616

Notice: Undefined variable: UB in /home/blueb001/public_html/libs/Functions.php on line 630
title

სანამ იაპონიაში იმოგზაურებ, გაეცანი საინტერესო ფაქტებს

24.04.2020

მოგზაურობა იაპონიაში ნამდვილად მიმზიდველი აზრია, განსაკუთრებით მისი ორ სრულიად ურთიერთსაწინააღმდეგო მხარე; ერთის მხრივ, ნეონისა და ახალი თაობის ტექნოლოგიების ჰიპერფუტურისტული ხედვა, ხოლო მეორეს მხრივ ღრმა ისტორიული ტრადიციები შინტოდან სამურაიმდე, რომლებიც მშვენივრად ახერხებენ მხარდამხარ თანაცხოვრებას. საოცრებაა ტოკიოს მდიდრული გარემო და მისი დაუსასრულებელი ქუჩები; ისიამოვნეთ ადგილობრივი იზაკაიას სტუმართმოყვარეობით, სანამ  ტაძრების სიმშვიდეში ჩაეფლობით.  ხმაურიანი ქალაქიდან მოშორებით, ონსენის აბაზანები, ბუმბერაზი მთები და განმარტოვებული სანაპიროები, იაპონიას საოცარ სამოგზაურო ადგილად აქცევს, რაც საშუალებას მოგცემთ დროებით გაერიდოთ თანამედროვე ცხოვრების წნეხს.

 

 


ფუჯის შიბაზაკურას ფესტივალი (იამანაში): ფუჯის მთის ფონზე დაახლოებით 2,4 ჰექტარზე  ვარდისფერ, თეთრსა და იასამნისფერებში ხავსისგან შესრულებულ ხავერდოვანი ხალიჩა. ათასობით მნახველი მოგზაურობს ფუჯის ტბებზე პირველი ყვავილობისას, ფესტივალის აღსანიშნავად.

 

 

შემოდგომა (აკიტა): ეს ულამაზესი ჩანჩქერი, აკიტას მუნიციპალიტეტში, ტოჰოკუს რაიონში მდებარეობს და, ჩოკაის მთის მარადიული თოვლის წყლით მარაგდება ამდენად, წყალი ცხელ ამინდშიც კი ძალიან ცივია.

 

 

ფუჯის მთა: იაპონიის წმინდა მთის სამეულს შორის ერთ-ერთი აღიარებული ბუნებრივი ძეგლი. ეს ადგილი განსაკუთრებით პოპულარულია ლაშქრობებისთვის, მომლოცველებისა და ნებისმიერი სხვა  მოგზაურებისთვის.  მისი სიმეტრიული ფორმა განსაკუთრებულ ხატებას ქმნის, რომელიც ფართოდ გამოიყენება იაპონურ სუვენირებში.

 

 

კავაჩის ფუჯის ბაღი (ფუკუოკა): ეს სურნელვანი გლიცინიის გვირაბი ყველაზე თვალისმოჭრელი სანახობაა კავაჩის ფუჯის ბაღში; აყვავებული ხეივანი   გლიცინიის 20 სხვადასხვა სახეობას წარმაუდგენს სტუმრების წინაშე და სიმშვიდეს შთააგონებს მათ. ეს ადგილი გლიცინიის ფესტივალს მასპინძლობს აპრილის ბოლოს, როდესაც იწყება პირველი ყვავილობა.

 

ჰაპოს წყალსაცავი (ნაგანო): ლაშქრობა ნაგანოს მუნიციპალიტეტში, კლასიკური მარშრუტი  იაპონურ ალპებში ცნობილი სამთო - სათხილამურო კურორტ ჰაკუბადან ჰაპოს წყალსაცავამდე. ჰაკუბას მთის მწვერვალებით გარშემორტყმული წყალსაცავი მდებარეობს 2,060 მ.-ზე ზღვის დონიდან.  მიუხედავად მისი მცირე ზომის, იგი განსაკუთრებული სილამაზით გამოირჩევა და მის წყნარ წყლებში უმაღლეს მთის მწვერვალებს ირეკლავს, რომლის სიმაღლეც 3 000 მ. აღწევს.

 

 

ზაოს სათხილამურო კურორტი (იამაგატა): 15 სათხილამურo ტრასა და 12 ბილიკი, ზაო ონსენი ერთ-ერთი ყველაზე განთქმული სამთო - სათხილამური კურორტია იაპონიაში. ტურისტები აქ ჩამოდიან არა მხოლოდ თოვლის საფარით გამდიდრებული მთების, არამედ ხეების სანახავადაც. წელიწადის ყველაზე ცივ დროს ექსტრემალური თოვლი და სეზონური ქარები აქაურ ფიჭვნარს თოვლის საბანში ახვევს და თოვლის კოშკების უცნაურ ფორმებს ქმნის, რომელსაც „ყინულის მონსტრებს“ (იაპონურად ჯუჰიო) უწოდებენ. 

 

ჰიტაჩის ზღვის სანაპირო პარკი (იბარაკი):  რომელიც ასევე ცნობილია „ბავშვის ცისფერი თვალები“-ის სახელით, განთქმულია 4 მილიონზე მეტი სახეობის ნემოფილას ყვავილნარით, რომელიც ყვავილობას იწყებს აპრილის ბოლოდან მაისამდე ჰიტაჩის ზღვის სანაპირო პარკში მიჰარაშის გორაზე. ნემოფილას ჰარმონია აქაური ყვავილების ფესტივალების ყველაზე დიდი ღირსშესანიშნაობაა. 190 ჰექტარის სიდიდის  პარკი წელიწადის სხვადასხვა დროს მუდმივად იცვლის ფერებს. შემოდგომისკენ, ფუმფულა კოხიას ბუჩქები ღია მწვანე ფერიდან ცეცხლოვან წითელში გარდაიქმნება.

 

 

 

სეგანო (კიოტო): მსოფლიოს ულამაზეს ტყედ მიიჩნევა, იგი მნახველებს სიმშვიდეს შთააგონებს არა მხოლოდ მისი გარეგნული მხარით, არამედ აურითაც. ბამბუკის ხეივანი განსაკუთრებულად იზიდავს მნახველებს  მისი შარიშურით, რის გამოც იაპონიის გარემოს დაცვის სამინისტრომ საგანოს ბამბუკის ტყე „იაპონიის ხმოვანი ლანდშაფტის  ასეულში“ შეიყვანა. მწვანე  ნარგავები შრიალებენ ქარით მიმოფანტული ფოთლების შარიშურის ფონზე.

 

 

 ტბა ტოია (ჰოკაიდო): ტბა ტოია ზამთარში, ყინვის დროსაც კი არ იფარება ყინულის საფარველით. მომრგვალებული ფორმის ტბა ვულკანური წარმოშობისაა, რომლის ამოფრქვევამაც გამოიწვია მიწაში ღრუს წარმოქმნა. ტბის სამხრეთით მდებარეობს მთა უსუ, ხოლო ცენტრში ნაკაჯიმას კუნძული განთავსებულა