Notice: Undefined variable: UB in /home/blueb001/public_html/libs/Functions.php on line 616

Notice: Undefined variable: UB in /home/blueb001/public_html/libs/Functions.php on line 630
title

ბარსელონას მომაჯადოვებელი სანაპიროები

16.05.2020

ბარსელონა ევროპის ერთ-ერთი სასურველი სამოგზაურო ქვეყანაა, რომელიც განთქმულია არა მხოლოდ ულამაზესი პლაჟებით, არამედ აგრეთვე სამზარეულოთი, უნიკალური არქიტექტურითა და ლეგენდალური ღამის ცხოვრებით.

 


სამი მილის სიგრძის ოქროს ქვიშის სანაპირო ზოლი დახუნძლულია ალუბლიანი ნაყინებით და ისე უცნაურად შეჭრილა ქალაქის შუაგულში, თითქოს მთელი ქალაქის უკანა ეზოაო.


 ზღვის სანაპიროზე გუგუნებს საკარნავალო ატმოსფერო, რომელიც მთელი წლის განმავლობაში თან სდევს აქაურ გარემოს, მოვაჭრეები კი თითის წვერებზე დააბიჯებენ მზის აბაზანებს მიფიცხებულ დამსვენებლებს შორის ცივი ლუდის, პლაჟის პირსახოცების და  ჩინური სუვენირების გასაყიდად.


ესპანეთის ამ ნაწილში სანაპიროზე  მოხეტიალე ტურისტებისა და ადგილობრივების უწყვეტ ნაკადს შორის გაბნეულან ქუჩის მუსიკოსები, მსახიობები და ქვიშის მოქანდაკეები, რომლებიც ჯიბის ფულისთვის კონკურენციას უწევენ ერთმანეთს. მათ გარშემო კი ირევიან ველოსიპედები, ელექტრო და მოტო-სკუტერები, სკეიტბორდები, ეტლები, როლიკები და ყველაფერი, რასაც ბორბლები აქვს.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------


ბარსელონას ძველი უბნებიდან სულ რაღაც 15 წუთის სავალზე მდებარეობს ყველაზე პოპულარული პლაჟები; უფრო ჩრდილოეთით მდებარეობს წყნარი სანაპირო ზოლი, რომელიც ადვილად მისაგნებია საზოგადოებრივი ტრანსპორტით.

 

აქ ნებისმიერი სახის პლაჟის მოყვარულისთვის მოიძინებნება  გასართობი, როგორც შაბათ-კვირას წვეულებაზე მოსული დამსვენებლისთვის, ასევე მეოჯახისა და მზის აბაზანის მოყვარულისთვის. 

 


წარმოგიდგენთ გზამკვლევს, რათა ადვილად შეარჩიოთ თქვენთვის საინტერესო ტიპის პლაჟი კატალონიის დედაქალაქში: 


ბარსელონეტა და სენ მიგელი  


მიუხედავად იმისა, თუ რომელ პლაჟს აირჩევთ, აქ ხმელთაშუა მზე აცხუნებს წელიწადში 300 დღის განმავლობაში, ამგვარად ყოველთვის შეძლებთ გართობას. პლაჟები გამოცოცხლებას აპრილში იწყებენ, როცა საზღვაო ბარები ჩამწკრივდებიან სანაპირო ზოლის გასწვრივ და იწყება ქოლგების, შეზლონგებისა და სპორტული აღჭურვილობის გაქირავება. კიდევ ერთი შეღავათი: საზოგადოებრივი სააბაზანო, ან ღია საშხაპე საკმაოდ ახლოს არის განთავსებული. 

ბარსელონეტა მდებარეობს 30 ფუტიანი ფოლადისა და მინის კუბების კონსტრუქციის ჩრდილოეთით ქანდაკებიდან, რომელსაც დაჭრილი სასროლ ვარსკვლავს უწოდებენ.

 

 

ბარსელონეტას პლაჟი აქაურობის გულია,  წვეულების სტუმრობისთვის ნამდვილად საუკეთესო ადგილი.
ფეხით ჩაუყევით ამავე სახელწოდების მეტროსადგურს პასეიგ ხოან დე ბორბოსაკენ და მიხვალთ ფეშენებელური იახტების ნავთსაყუდელის გავლით სენ მიგელის პლაჟზე, რომელიც უცებ მიგიზიდავთ  მცხუნვარე  მზით დამწვარი ტურისტებითა და ხმამაღალი მუსიკით, სადაც დამსვენებლები მოხიტოს სმაში უამრავ დროს ატარებენ.

 

ორივე პლაჟი სანაპირო ზოლის ერთიანი შემადგენელი ნაწილია, მისი ერთ-ერთი ნაწილის სახელწოდება წარმოდგება მიმდებარე უბნის დასახელებიდან. ტრადიციულად ეს უბანი მეთევზეთა უბანი იყო, მაგრამ ამჟამად იგი გადაჭედილია ტურისტების დიდი ნაკადითა და მოკლევადიანი ჯავშნებით; აქაური აივნები გაწყობილია ლურჯი და ყვითელი დროშებით, რომელიც ადგილობრივების სიამაყის მანიშნებელია. აქვე სამარისებური ვიბრაციის ფონზე ბუნდოვნად შეინიშნება პლაჟზე გამეფებული დაძაბულობაც,  მიუხედავად ტურისტების შეჯგუფებისა. მოქმედება ღამის ცხოვრებით გრძელდება, სადაც აქაური ახალგაზრდობა დროს ლუდის სმასა და პროჟექტორების შუქზე აკვნესებული გიტარის ხმაში ატარებს.  


სან სებასტია  


ეს პლაჟი მოვლენების ეპიცენტრში მდებარეობს - ბარსელონეტადან სამხრეთით, სასტუმროსთან, რომელსაც ასო W -ს ფორმა აქვს  - ეს ადგილი საკმაოდ წყნარია, აქ შეგიძლიათ მშვიდად უსმინოთ მსუბუქი ტალღების ცემას და გარშემო მოსეირნე ველოსიპედების  ზარის წკარუნს. 

 


სან სებასტია ქალაქის უძველესი საცურაო რაიონია, აქაური კლუბი ნატაციო სწორედ ის ადგილია, რომელიც 20-ე საუკუნის დასაწყისში ადგილობრივ ელიტას ყვინთაობით  მასპინძლობდა. პლაჟის ისტორიული მემკვიდრეობა და ცენტრალური მდებარეობა დილაობით იზიდავს  ხნიერ დამსვენებლებსა და ოჯახებს. შუადღის მცხუნვარე მზეზე კი თავშეყრა უფრო მეტად ბობოქარი ხდება. ამ პლაჟზე ასევე განთავსებულია პუკას სერფინგის სკოლაც, სადაც სერფინგისტები შტორმის შემდეგ სტუმრობენ აქაურობას და მშვიდი ტალღებში განცდებს ეძლევიან. შედარებით წყნარ დღეებში მენავეები და ვინდსერფერები ჰორიზონტისკენ მიემართებიან.


ჩაცმულობა აქ  ალტერნატიულია, ეს ის ადგილია, სადაც აღმოაჩენთ საკმაოდ ბევრ შიშველ მზეს მიფიცხეულ დამსვენებელს, რომელთაც სულაც არ ანაღვლებთ გარშემომყოფი ხალხის ყურადღება. სან სებასტიანი ყოველთვის საკმაოდ ლიბერალური ადგილი იყო, როგორც ერთ-ერთი უპირველესი, სადაც ქალებისა და კაცების ერთად ბანაობა ნებადართული გახლდათ. 


სომოროსტრო 

 

 განთავსებულია ბარსელონას ჩრდილოეთ მხარესა და პორტ ოლიმპიკის ტყუპი კოშკებს შორის; იგი ღირშესანიშნავი ადგილია ღია ცის ქვეშ გამართული სპორტული აქტივობებისთვის. მე - 20 საუკუნის შუაში, სორომოსტრომ დაახლოებით 15 000   ადამიანი უზრუნველყო საცხოვრებლით, თუმცა ამჟამად ეს ადგილი ძვირიანი და ფეშნებელური რესტორნების ნავსაყუდელად გადაქცეულა.  

 


პლუშის შეზლონგებით მოწყობილი მდიდრული ლაუნჯი ფრენკ გეჰრის ბრინჯაოს მოჩუქურთემებული თევზის ქანდაკების ქვეშ, გთავაზობთ ტრადიციულ კანაპეს სანგრიასთან ერთად (იგი რეკომენდირებულია შუშხუნა ცქრიალა ღვინოსთან ერთად). შესვლამდე აუცილებელია, ჩაიცვათ მაისური და ფეხსაცმელი.
აქ არის ნაყინის კიოსკები ძვირიანი კოქტეილებისა და სხვადასხვა სასმელებისთვის. სომორროსტროს პლაჟის ჩრდილოეთით, ნავსადგურთან ჩამწკრივებულან რესტორნები, რომლებიც კიდევ უფრო ძლიერ ნაპერწკალს აღვივებენ სტუმრებში.


საკვები ობიექტებიდან ასევე აღსანიშნავია რამდენიმე ქსელური სწრაფი კვების ობიექტი და მთელი რიგი ახლო აღმოსავლური სამზარეულოს მრავალფეროვნება, რომელიც განსხვავებულ ელფერს შესძენს ესპანურ არდადეგებს, მაგალითად: შებოლილი ლორი, ზეთის ხილი და შემწვარინ კროკეტები.


 ნოვა იკარია და ბოგატელი


რთულია იმის დაჯერება, რომ ეს ტერიტორიები სამრეწველო ნარჩენების ტერიტორიად გამოიყენებოდა როცა ქალაქს მოწყდა ზღვის სანაპიროს გასწვრივ მდებარე სარკინიგზო გზა 1992 წლის ოლიმპიადამდე. 
ზღვის ქვიშა შემოტანილი იყო ეგვიპტიდან და სწორედ ამ დროს დაიბადა პლაჟის სპორტული სახეობებიც. ყოველ ზაფხულს, ქალაქში ეწყობა ათეულობით ფრენბურთის მოედნები პორტ  ოლიმპიკის ჩრდილოეთით. ზოგიერთ მთაგანს მთელი წლის განმავლობაში ტოვებენ ნოვა იკარიაზე. მათი გამოყენება უფასოა, ამიტომ ადგილზე ადრე უნდა გამოცხადდეთ, ან მოთმინებით აღივსოთ ხანგრძლივი ლოდინისთვის. შაბათ-კვირას დილაობით შეგიძლიათ ვარჯიშებსაც დაესწროთ.


ორივე პლაჯს ზოლად გასდევს ადგილობრივი დუქნები, თუმცა მათ გვერდს უშვენებს შედარებით მაღალი კლასის რესტორნები პასეიგ დე მარიტიმის პლაჟზე; ეს ის ადგილია, სადაც ადგილობრივი ოჯახები კვირა დღეს სადილზე პაელიას მიირთმევენ.


 ბოგატელის უკიდურესი ჩრდილოეთით ნაუტიკას ბარსელონას ბაზასთან ტარდება ვინდსერფინგის, კაიაკის, კატამარანის, ნაოსნობისა და ქაითსერფინგის გაკვეთილები, რომელიც პირსიდან იწყება და შორს ღია ზღვაში ტარდება, უკან იტოვებს რა მოცურავეებს. 
 აქვე არის უბრალო კაფე, რომელიც შესანიშნავი საშუალებაა თანხის დასაზოგად, სხვა პლაჟის ძვირიანი ობიექტებისგან განსხვავებით.  


მეტროს ორი გაჩერება ადვილად მისავალს ხდის ამ პლაჟს, რაც საუკეთესო არჩევანია ოჯახური დასვენებისათვის და მანქანის გარეშე მოგზაურობისთვის, განსაკუთრებით კი მათთვის, ვინც განტვირთვას უფრო ეძებს, ვიდრე სამხრეთით გადაჭედილ პლაჟებსა და ხმაურიან დასვენებას. 


მარ ბეია


მარბეიადან უკიდურეს ჩრდილოეთამდე ყველაფერი სამარისებურ სიჩუმეს მოუცავს, აქაურობა დაწკრიალებულია და მხოლოდ თითზე ჩამოსათვლელად თუ შენიშნავთ პლაჟის გამყიდვებელს. მარბეია და ნოვა მარბეია აღინიშნება ლურჯი დროშით მათი ხარისხიდან გამომდინარე. ისინი ქალაქიდან მოშორებით მდებარეობს, თუმცაღა მათი მდებარეობა ადვილად მისადგომია საზოგადოებრივი ტრანსპორტით. 

 

 

ხელუხლებელი ქვიშისა და ქალაქის სუფთა წყლის გარდა, მარბეია ასევე შესანიშნავად ასახავას ქალაქის ლიბერალურ ხასიათს. პლაჟის ერთ მხარეს მდებარეობს თოკის პირამიდა და პატარა სათამაშო მოედანი სასრიალოთი ბავშვებისათვის, ხოლო მის ბოლოს ნუდისტური პლაჟია. 


სან სებასტიასგან განსხვავებით, აქ ხელოვნურად შექმნილი გორაკი აცალკევებს ნუდისტურ პლაჟს გვერდით მდებარე პარკისგან, რომლის ჩრდილშიც დამსვენებლები შუადღისით აფარებენ ხოლმე თავს.  პარკში ასევე არის სკეიტბორდისთვის განკუთვნილი ბილიკი, რომელსაც ძირითადად სკუტერით საკატაოდ იყენებენ ბავშვები და ერთობ გასართობ სანახაობას ქმნიან.

 

ნოვა მარბეილა და იევანტი


კეთილმოწყობილი რესტორნები საკმაოდ იშვიათობაა ჩრდილოეთის სანაპიროებზე, თუმცა შხაპები და აბაზანები სათანადოდ არის უზრუნველყოფილი.  სერვისის ნაკლებობა დაბალანსებულია კარგად გამართული პარკინგით. 15 ფუტი სიმაღლის კედელი აცალკევებს პლაჟს მანქანებისა და ბარსელონას ულტრა - თანამედროვე ცათამბჯენებისგან, ამიტომაც ხმელთაშუა ზღვა  მთლიანად შთანთქავს თქვენს ყურადღებას.