Notice: Undefined variable: UB in /home/blueb001/public_html/libs/Functions.php on line 616

Notice: Undefined variable: UB in /home/blueb001/public_html/libs/Functions.php on line 630
title

ევროპის გამორჩეული ქალაქები შობის პერიოდში მოსანახულებლად!

16.10.2019

შობა ევროპაში ასოცირდება თოვლიან ქუჩებთან, გოტიკურ ტაძრებთან, ლოკალურ ტრადიციებთან და  მის მიმდებარედ  შუასაუკუნეების მოედნეზე  გამართულ საშობაო ბაზრობებთან. ზოგიერთი ქალაქი შობას დიდი ბრწყინვალებით ხვდება, ზოგი კი სპეციალური ადათ -წესებით და ნოსტალგიური განწყობით. მთავარი კი ის არის, რომ სამოგზაუროდ წლის ეს პერიოდი ერთ - ერთი საუკეთესოა. გთავაზობთ რამდენიმე ქალაქს, სადაც შობისთვის მზადება განსაკუთრებით ლამაზია:

 

პრაღა:

 გოტიკური ზღაპარი, შობის დღესასწაულს გლამურული ბრწყინვალებით აღნიშნავს. მისი განსცვიფრებელი არქიტექტურა, სურნელოვანი გლინტვაინი, საგანგებოთ შობისთვის მომზადებული ტკბილეული და საშობაო დეკორაცია სადღესასწაულო განწყობას შეგიქმნით.პრაღის საშობაო ბაზრობები ევროპაში ყველასათვის ცნობილია,  ძალიან კარგი შესაძლებლობაა გაეცნო ქვეყნის ტრადიციებს, კულტურულ ფასეულობებსა და სამზარეულოს. ასევე შეგეძლებათ  ისიამოვნოთ ყინულის მოედნებზე სრიალით, შემთბარი ღვინის დაგემოვნებით და დაესწროთ საშობაო კონცერტებს, რომლებიც ეკლესიებში იდგმება და მისი ორგანიზება პროფესიონალი გუნდის მონაწილეობით ხორციელდება.

 

ვენა

რთულია აღმოაჩინო ქალაქი, სადაც შობას ისე ელეგანტურობით  ხვდებიან, როგორც ვენაში.

ბრჭყვიალა საშობაო ბაზრობები, კაფეების კულტურა და ქალაქის სიძველე დიდ ხიბლს სძენს მას. შთამბეჭდავი არქიტექტურა, რომელიც ფერადი, მოციმციმე განათებით არის შემოსილი ზამთრის ცივ დღეებს მხიარულ განწყობას ანიჭებს. ვენა ადვენტის პერიოდშიც შეგახსენებთ, რომ კულტურის და ხელოვნების ქალაქია და შტამბეჭდაც მუსიკალურ დადგმებს შემოგთავაზებთ.

 

 

ლონდონი

ქუჩების ფერადოვანი განათებები, მოხდენილად შემინული შენობები და გამორჩეული სადღესასწაულო განწყობა ლონდონს ევროპის გამორჩეულ ქალაქად აქცევს, სადაც შობას შეგიძლიათ შეხვდეთ.

სადღესასწაულო სულისკვეთებით შეგიძლიათ შეუერთდეთ ჰაიდის პარკის საოცრებათა სამყაროს. დაესწარით შთამბეჭდაც წარმოდგენებს წმინდა პეტრეს ტაძარში ან ალბერტის სამეფო სასახლეში. თუ ლონდონში თქვენი სტუმრობისას საშობაო შოპინგი თქვენი პრიორიტეტია, გაგიჭირდებათ არჩევანის გაკეთება, რადგან უამრავ „ბაზრობას“ შეხვდებით, სადაც უნიკალური ხელნაკეთი ნივთების, ეგზოტიკური   საჩუქრების შეძენა შეგიძლიათ. შეხვდებით ასევე 50  - ზე მეტი მხატვრის უნიკალურ ხელნაკეთობას, კერამიკულ ნაწარმს ტანსაცმელსა და სამკაულებს.

 

კოპენჰაგენი

ქალაქში საინტერესო ინტერიერის კაფეებს შეხვდებით, სადაც წარმოდგენილია ტრადიცილი დანიური სამზარეულო, რაც თქვენს გურმანულ გამოცდილებას უნიკალურს ხდის. მთელი ქალაქი განსაკუთრებულ ატმოსფეროს ქმნის, დეკორაცია გემოვნებით არის აწყობილი, ყველაზე დიდი საშობაო ჯადოქრობა კი მსოფლიოში ცნობილ ტივოლის ბაღებში ხდება. ყოველწლიურად, მსოფლიოში სიძველით მეორე ბაღი გარდაიქმნება ზამთრის საოცრებათა ქვეყნად. აქ უამრავი საშობა შოპინგთან ერთად ბევრი ტრადიციული ღონისძიება ეწყობს.