title

რატომ უნდა მოვინახულოთ ბელგია?

25.12.2019

რატომ უნდა მოინახულოთ   ბელგია?

 

თუ წაიკითხავთ ტურისტულ გზამკვლევებს ბელგიაზე ან ინტერნეტის საშუალებით მოიძიებთ ინფორმაციას, მიხვდებით რომ ევროკავშირთან მჭიდრო ასოციაციის გარდა უამრავი მნიშვნელოვანი დეტალი არსებობს, რაც ამ ქვეყნის შესახებ უნდა იცოდეთ. ბელგიაში მოგზაურობა დიდ შთაბეჭდილებებთან ასოცირდება.

 

თვალწარმტაცი ქალაქები

ყველაზე მთავარი სილამაზე, ბელგიის არქიტექტურაა, განსაკუთრებით პატარა ქალაქებში, როგორებიცაა ოსტენდი და კოტრიკი. გასაოცარი სილამაზის მქონე ქალაქებია ასევე ანტვერპენი და ბრიუსელი. თუ უფრო მეტად თანამედროვე არქიტექტურა და არტი გიზიდავთ მაშინ გენტს უნდა ესტუმროთ. ბელგიაში მოგზაურობა კი არ იქნებოდა სრულყოფილი, ბრიუგეს მონახულების გარეშე რომ დაბრუნებულიყავით. მდინარეები, ზედ გაშენებული ხიდები და ზოგადად ქალაქის განაშენიანება ერთ - ერთ რომანტიულ მიმართულებად აქვევს მთელს ევროპაში.

 

 

ბელგიური ლუდი და შოკოლადი

ბელგიურ ლუდს შეფასება არ სჭირდება. თქვენ ადგილობრივი წარმოების, მაღალი ხარისხის და მრავალი სახეობის ლუდის დაგემოვნებას შეძლებთ. ბელგიელებს სჯერად, რომ ლუდის სიძველე და მრავალფეროვნება მათი მემკვიდრეობაა და დიდი ყურადღებით და მონდომებით ეკიდებიან მის წარმოებას.

ცნობილია ბელგიური შოკოლადიც, რომელიც განსაკუთრებულად გემრიელია. ბელგიაში ძალიან ბევრ ადგილს შეხვდებით, სადაც შოკოლადი ხელით მზადდება და ასევე ინდივიდუალური რეცეპტით გამოირჩევა. აქ ადვილად იგრძნობთ რომ შოკოლადის წარმოებას დიდი ყურადღება ექცევა.

მოდა

თქვენ ალბათ ვერ იფიქრებდით, რამდენად ახლოს შეიძლება იყოს ბელგია მოდასთან, სანამ არ ეწვევით ანტვერპენს, რომელიც ყველაზე მოდურ ქალაქებში მეხუთე ადგილს იკავებს. ანტვერპენი ამაყობს უძველესი აკადემიით, აქ მუზემიც არის MoMu,რომელიც მოდის მიღწევებს უსვამს ხაზს. უბრალოდ გაისეირნეთ ქალაქის ქუჩებში, უამრავ გემოვნებით შემოსილ ადგილობრივს შეხვდებით. ანტვერპენში გამორჩეულ სამკაულსაც შეიძენთ, როგორც ყოველდღიურობისთვის, ასევე განსაკუთრებული შემთხვევებისთვისაც.

 

 

ეროვნული მრავაფეროვნება

ბელგია ერთ - ერთი მრავალეროვანი ქვეყანაა მსოფლიოში. ეს გამოწვეული ქვეყნის გეოგრაფიული მდებარებით და იმიგრაციის მაღალი მაჩვენებლით, ევროპის ქვეყნებიდან. ჰოლანდიურ ენაზე მოსაუბრე მაცხოვრებლები ქვეყნის ჩრდილოეთით შეგხვდებიან, ფრანგულენ ენაზე მოსაუბრენი კი სამხრეთით. აღმოსავლეთით გერმანულენოვან საზოგადოებას შეხვდებით. ეროვნულ მრავალფეროვანებასთან ერთად დახვეწილ იუმორსაც შეიგრძნობთ.

ბელგიაში მოგზაურობა შემეცნებასთან, შთაბეჭდილებების მრავალფეროვნებასთან, განტვირთვასთან და დადებით ემოციებთან არის დაკავშირებული.