title

ახალი წელი ევროპაში

30.12.2019

თვითოეულ ჩვენგანს ეკრანზე უნახავს შტამბეჭდავი ფეირვერკები, რომლითაც მსოფლიოს სხვადახვა ქალაქი აღნიშნავს ახალ წელს, შეგიძლიათ  გაემგზავროთ და რეალურად დაათვალიეროთ თქვენი საყვარელი ქალაქი ამ ღირშესანიშნავ საზეიმო დღეს, შეიგრძნოთ მისი სილამაზე და შეერწყათ მის ხასიათს.

 

ბარსელონა  -  განთქმულია კატალონიური ტრადიციებითა და საახალწლოდ მორთული სანაპიროებით, რომლის ფეიერვერკები ქალაქის   ცის კამარაზე ულამაზეს თაღს ქმნის კაპ დ’ანის ყურეზე. აქაური სანახაობა უფასოა და უამრავი ხალხი იყრის თავს, ამიტომ ადგილზე მისვლა რეკომენდირებულია რაც შეიძლება მალე. ცეკვის მოყვარულებს იხმობს ახლო მდებარე ფობლე ესპანიოლი და ქალაქის მრავალფეროვანი ღამის კლუბები. რამდენადაც გასაოცარი არ უნდა იყოს, ყურძენი ბარსელონაში ახალი წლის ტრადიციასთან არის დაკავშირებული. შუაღამის 12 საათზე, ბოლო წამების დათვლისას, ვინც 12 ყურძენს მიირთმევს, მომავალი წლის თორმეტივე თვეს იღბალი შემოაბიჯებს მის ოჯახში. ესპანეთში გავრცელებული კიდევ ერთი საახალწლო ტრადიცია, რომელიც იღბალთან არის დაკავშირებული წითელი საცვალია და ნებისმიერ ადგილას იყიდება ყოველივე საუკეთესოს დასაბედებლად.

 

ბარსელონაში ახალი წელი წარმოუდგენელია ტრადიციული ზღვაში ბანაობის გარეშე. მას Primer Bany de L’Any - პრიმერ ბანი დელ’ანი ეწოდება, შუადღისას ტრადიციული ბანაობა ეწყობა სან სებასტიას პლაჟზე. წითელი ბიკინები კი, რა თქმა უნდა ამ დღისთვის შესაფერის დრეს კოდად ითვლება. 

 

ლონდონში ახალი წლის ღამეს მდინარე თემზაზე ნამდვილი თვალწარმტაცი სანახაობა იშლება. სანახაობაზე დასწრება ფასიანია და ამ სილამაზის ხილვისთვის ბილეთები იყიდება ინტერნეტის მეშვეობით. არსებობს უფასო გზებიც. ერთ ერთი მათგანია ჰემფსთედ ჰითი; ხალხი იკრიბება ყველაზე მაღალ გორაზე და საახალწლო ფეიერვერკებით ხვდება ახალ წელს. მამაცი მცურავები დილას ბანაობით იწყებენ, ჰითის გუბურების ორ ნაწილადაა გაყოფილი ქალებისა და მამაკაცებისთვის. ეს ძალიან ძველი ტრადიციაა. საახალწლო მოგზაურობა ახალ თავგადასავლებით გრძელდება, ლონდონიდან 1,30 სთ. სავალში ვითსთეიბლისა და დილის სანაპიროებზე, სამხრ. დაუნსის ლევესის, ან საუთიზის ნაკრძალში. 

 

 პარიზი

რა უნდა იყოს ახალი წლის ღამეს იმაზე დიდი სიამოვნება, ვიდრე გასხივოსნებული პარიზით ტკბობა და განათების შოუს  ყურება ეიფელის კოშზე, ათასობით ხალხთან ერთად შანზელიზესა და მდინარე სენაზე გასეირნება, მთელი ღამე ცეკვა ბატო-მუშზე და მრავალი სხვა.

 

 საკრე კოღთან ახლოს, მონმარტზე წვეულება იმართება, ღამის კლუბებში კი ყველგან „პარიზიენის“ ჰანგები ჟღერს. რესტორნების უმეტესობა განსაკუთრებულ საახალწლო მენიუს - „რევეიონ დუ ნუველ ან“-ს სთავაზობენ სტუმრებს, რომლის განუყოფელი ნაწილი რაღა თქმა უნდა შამპანური და  ხამანწკები და ზღვის პროდუქტებით მომზადებული კერძებია. მიულოცეთ ფრანგებს ახალი წელი შეძახილებით: „ბონ ანე“ და განიტვირთეთ ფონტენბლოს ტყეში, რომელიც პარიზიდან 40 მ. მდებარეობს და საფრანგეთში სიდიდით მეორე პარკია.

 

 

 ამსტერდამი საახალწლო ზეიმის განუყოფელი ნაწილია. ნოემბრის ბოლოდან დედაქალაქში საახალწლო სინათლის ფესტივალისთვის საგანგებო კონსტრუქციის მშენებლობა იწყება, უამრავი ხელოვანი ქალაქის ხიდებსა და წყლის არხებზე საოცარი განათების ინსტალაციებს ქმნის. ახალი წლის ღამეს ტრადიციული ფეიერვერკები მდინარე ამსტელზე ეწყობა, თმცა, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ამ ულამაზესმა სანახაობამ კოფ ფონ ჯავას კუნძულზე გადაინაცვლა. ჰოლანდიელები სიამოვნებით აგემოვნებენ ქუჩისა და ბარის სამზარეულოს წლის ნებისმიერ დროს, ხოლო ახალი წლის ღამეს საზეიმო სუფრას განსაკუთრებული ნუგბარით ამშვენებენ, ზეთში დაბრაწული ცომის ბურთულებს: oliebollen, ტრადიციულად, რწმენის თანახმად ბოროტი სულები გაჰყავს.

ამსტერდამში ახალ წელს ბევრი საინტერესო სანახაობაა, მათ შორის  ველოსიპედით კატაობა და მრავალი ახალი საველოსიპედო მარშრუტის აღმოჩენა, ამსტერდამის ტყეში გასეირნება, რომელიც ნიუ იორკის ცენტრალურ პარკს სიდიდით სამჯერ აღემატება და ქალაქიდან მხოლოდ 20 მეტრითაა დაშორებული.

 

ვენეცია, იტალია

ახალ წელს ვენეცია გაცილებით მშვიდი და წყნარია ვიდრე თებერვლის კარნავალის დროს, როცა ქალაქში ჩამოსული სტუმრების რაოდენობის გაცილებით აღემატება ახალ წელს  ჩამოსული ტურისტების რაოდენობას. ამ დროს ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება ეძლევა დაიბრუნოს საკუთარი ქალაქი, რაც ვენეციას კიდევ უფრო განსაკუთრებულად მიმზიდველს ხდის წლის ამ დროს. ქალაქის მთავარი ფეერვერკი სან მარკოს მოედანზეეწყობა და ჯადოსნურ ქალაქს კიდევ უფრო ალამაზებს ამ განსაკუთრებულ სადღესასწაულო ღამეს. ფეერვერკის საყურებლად საუკეთესო ადგილებია სან მარკო, რომელიც ახალი წლის ღამეს ხალხითაა გადაჭედილი, ასევე რივა დაგლი შიავონი, რივა კა დი დიო, რივა სან ბიაჯიო, რივა დეი სეტე მარტირი.

 

აქაური საახალწლო სუფრისთვის დამახასიათებელი კერძი - „კაპოდანო“ არა მხოლოდ ვენეციაში, არამედ მთელს იტალიაშია გავრცელებული. რესტორნები მუშაობენ გვიანობამდე წლის უმნიშვნელოვანესი დღესასწაულის აღსანიშნავად. ყველაზე გლამურული და პოპულარული კულტურული მოვლენა ვენეციაში არის კონცერტი, რომელიც ლა ფენიცეს თეატრში ტარდება. თეატრალური წრეების მოყვარულები ამ ღირსშესანიშნავ მოვლენას ასევე წითელი საცვლებით ზეიმობენ ისევე, როგორც ესპანეთში, რომელიც გლამურული სამოსის ქვეშ საიდუმლოდ იმალება. კონცერტებზე ბილეთები დიდი ხნით ადრე იჯავშნება, რადგან დასასწრები ბილეთები საკმაოდ ძვირია; ახალი წლის ღამეს კონერტები ასევე ტარდება ღია ცის ქვეშ. ახალ წელს ვენეციის ლიდოსა და ლურჯი მთვარის ლიდოზე ტრადიციული ბანაობა ტარდება, სხვადასხვა ფერებში მორთულ - მოკაზმული ხალხი წყლის შხეფების ფონზე ულოცავს ერთმანეთს ახალ წელს ადრიატიკის ზღვის სანაპიროზე. ეს ტრადიცია 1970 -იანებიდან იღებს სათავეს.