Notice: Undefined variable: UB in /home/blueb001/public_html/libs/Functions.php on line 616

Notice: Undefined variable: UB in /home/blueb001/public_html/libs/Functions.php on line 630
ტურების ფილტრი
რეგიონი
ქალაქები
თარიღი
ფასი
-
სორტირება

ღმოაჩინეთ ქართული მართლმადიდებლური რელიგია და კულტურა

ეწვიეთ საქართველოს ყველაზე ცნობილ ქრისტიანულ ადგილებს და დატკბით ბუნების სილამაზით

3 დღიანი ჯგუფური ტური

 

მარშრუტი:

  • თბილისი
  • მცხეთა- ჯვრის მონასტერი - გორი - უფლისციხე
  • ყაზბეგი - ანანური - გუდაური - გერგეთი

 

ტურის ხანგრძლივობა: 3 ღამე/4 დღე

ტურის ტიპი: კულტურულ საგანმანათლებლო

პერიოდი: მთელი წლის განმავლობაში

 

დღე 1

ტურის დაწყების დრო: 10:00 სთ.

თბილისის საფეხმავლო ტური - 4 საათიანი საფხმავლო ტური ძველ თბილისში ინგლისურენოვანი გიდის  თანხლებით. ტური იწყება მეიდანზე, გრძელდება ნარიყალას ციხე-სიმაგრეზე, საიდანაც დატკბებით დედაქალაქის ულამაზესი  ხედებით და სრულდება ლეღვთახევის ჩანჩქერთან. ტურის განმავლობაში მოინახულებთ ასევე თბილისის სხვა ღირსშესანიშნავობებს, როგორიცაა თავისუფლების მოედანი, სიყვარულის ხიდი და რიყის პარკი.

 ვახშამი და ღამისთევა თბილისში

 

დღე 2

ტური: მცხეთა - ჯვარი - გორი - უფლისციხე

გამგზავრების დრო: 9:30 სთ.

დაბრუნების დრო: 19:30 სთ.

მანძილი თბილისიდან: 100 კმ.

მგზავრობის ძანგრძლივობა: 1,40 სთ.

სიმაღლე ზღვის დონიდან: 600 მ.

ტურის ხანგრძლივობა: ერთდღიანი ტური ინგლისურენოვანი გიდის თანხლებით

 

მცხეთა - საქართველოს უძველესი დედაქალაქი -სვეტიცხოველი - XI ს. საკათედრო ტაძარი, სადაც დასაფლავებულნი არიან ბაგრატიონთა დინასტიის წარმომადგენლები

ჯვრის მონასტერი - VII ს. ჯვარ-გუმბათოვანი არქიტექტურული სტილის ტაძარი, საიდანაც იშლება ულამაზესი ხედი ორი მდინარის - მტკვრისა და არაგვის შესართავებთან. სწორედ ჯვრის მონასტერი წარმოადგენს მართლმადიდებლური ქრისტიანული რელიგიის დასაბამს ჩვ. წ. აღ.-ით 337 წ.

გორი - საქართველოს უძველესი ქალაქი, რომელიც მდებარეობს აბრეშუმის გზაზე, იგი განთქმულია როგორც სტალინის სამშობლო. შესაძლებელია სტალინის სახლ-მუზეუმის მონახულება.

უფლისციხე- ანტიკური ხანის კლდეში ნაკვეთი ქალაქი, რომელიც თარიღდება ჩვ. წ. აღ.-ით 4-ე ს.

ვახშამი გორში

დაბრუნება თბილისში. ღამისთევა  სასტუმროში.

 

დღე 3

ტური:  ყაზბეგი - ჟინვალი - ანანური - სტეფანწმინდა - გერგეთის მონასტერი

გამგზავრების დრო: 09:00 სთ.

დაბრუნების დრო: 21:00 სთ.

მანძილი თბილისიდან: 155 კმ.

მგზავრობის ძანგრძლივობა: 2 სთ.

სიმაღლე ზღვის დონიდან: 2400 მ.

ტურის ხანგრძლივობა: ერთდღიანი ტური ინგლისურენოვანი გიდის თანხლებით

 

ჟინვალის წყალსაცავი - უდიდესი ხელოვნური წყალსაცავი მთელს ყოფილ საბჭოთა კავშირში, რომელიც განთქმულია ულამაზესი ბუნებით.

ანანურის ციხე-სიმაგრე- XVII ს. ძეგლი განლაგებულია თვალწარმტაცი პეიზაჟის ფონზე და შესულია იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის სიაში.

გუდაური - განთქმული ზამთრის სათხილამურო კურორტი, რომელიც მდეობარეობს ზღვის დონიდან კავკასიის მთაგრეხილზე  2379 მ. მეგობრობის თაღიდან თქვენს წინაშე გაიშლება ულამაზესი ხედი ადგილობრივ მთიან მასივებზე.

დაბა სტეფანწმინდა მდებარეობს ყაზბეგის მთიან რეგიონში. მოვინახულებთ გერგეთის წმ. სამების საკათედრო ტაძარს XIV ს. სადაც გავემგზავრებით მარალი გამავლობის სატრანსპორტო საშუალებით. აქ თქვენ გელით ყაზბეგის მთის მწვერვალით ტკბობა, რომელიც სიმაღლით 5040 მ. შეადგენს და საქართველოში მეორე უმაღლეს მწვერვალს წარმოადგენს.

გერგეთის წმ. სამების ტაძარი მდებარე სოფელ გერგეთში შესულია იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის სიაში.

სადილი ნატახტარში

დაბრუნება თბილისში. სასტუმროში ღამისთევა.

ფასი:1340 ლარი 1 კაცი ორადგილიან ნომერში

 

ღირებაში შედის:

 

განთავსება სატუმროში ქ. თბილისში 3 ღამე /4 დღე საუზმით

ინდივიდუალური ტრანსფერი აეროპორტში 2 გზაკომფორტაბელური სატრანსპორტო საშუალებით

ინდივიდუალური ტრანსფერი ჯგუფური ექსკურსიის შეკრების ადგილამდე ტრანსპორტით

მომსახურება კოფორტაბელური  მიკროავტობუსით მერსედეს სპრინტერი  ტურის განმავლობაში

2 დღიანი საექსკურსიო ტური/ჯგუფური

1 საფეხმავლო ტური თბილისში - 4 სთ.

ინგლისურენოვანი გიდის მომსახურება 3 დღის განმავლობაში

 

ღირებაში არ შედის:

სადილი და ვახშამი ტურის განმავლობაში

მუზეუმში შესასვლელი ბილეთები უფლისციხესა და გორში

დელიკით მომსახურება გერგეთის სამებაზე

ნარიყალას ციხეზე ასასვლელი საბაგიროს ბილეთები

დამატებითი ხარჯი,რაც ტურით არ არის გათვალისწინებული

აღმოაჩინეთ ქართული კულტურა

ეწვიეთ საქართველოს ღირსშესანიშნავ ადგილებს და დატკბით ღვინის სამშობლოთი

3 დღიანი ჯგუფური ტური საქართველოში

 

მარშრუტი:

  • თბილისი
  • მცხეთა- ჯვრის მონასტერი - გორი - უფლისციხე

ტურის ხანგრძლივობა: 2 ღამე/3 დღე

ტურის ტიპი: კულტურულ საგანმანათლებლო

პერიოდი: მთელი წლის განმავლობაში

დღე 1

  • ტურის დაწყების დრო: 12:00 სთ.
  • ტურის დასრულების დრო: 17:30 სთ.

 

  • თბილისის საფეხმავლო ტური - 5 საათიანი საფეხმავლო ტური ძველ თბილისში ინგლისურენოვანი გიდის  თანხლებით. ტური იწყება მეიდანზე, გრძელდება ნარიყალას ციხე-სიმაგრეზე, საიდანაც დატკბებით დედაქალაქის ულამაზესი  ხედებით და სრულდება ლეღვთახევის ჩანჩქერთან. ტურის განმავლობაში მოინახულებთ ასევე თბილისის სხვა ღირსშესანიშნაობებს, როგორიცაა თავისუფლების მოედანი, სიყვარულის ხიდი და რიყის პარკი. საქართველოს ულამაზესი დედაქალაქი, დაარსებული მეფე ვახთან გორგასლის მიერ, 5-ე ს.-ში გამორჩეულია ხის აივნებით, რომლებიც გადაჰყურებს მდინარე მტკვარს და განსაკუთრებული ხეზე ჭრის ტექნიკითაა შესრულებული. მშრალი ხიდი და ძველმანების ბაზრობა.
  •  ვახშამი და ღამისთევა თბილისში

 

  • დღე 2
  • ტური: მცხეთა - ჯვარი - გორი - უფლისციხე
  • გამგზავრების დრო: 10:00 სთ.
  • დაბრუნების დრო: 19:00 სთ.
  • მანძილი თბილისიდან: 30 კმ.
  • მგზავრობის ძანგრძლივობა: 0:30 წთ..
  • სიმაღლე ზღვის დონიდან: 480 მ.

 

  • ტურის ხანგრძლივობა: ერთდღიანი ტური ინგლისურენოვანი გიდის თანხლებით
  • მცხეთა - საქართველოს უძველესი დედაქალაქი -სვეტიცხოველი - XI ს. საკათედრო ტაძარი, სადაც დასაფლავებულნი არიან ბაგრატიონთა დინასტიის წარმომადგენლები
  • ჯვრის მონასტერი - VII ს. ჯვარ-გუმბათოვანი არქიტექტურული სტილის ტაძარი, საიდანაც იშლება ულამაზესი ხედი ორი მდინარის - მტკვრისა და არაგვის შესართავებთან. სწორედ ჯვრის მონასტერი წარმოადგენს მართლმადიდებლური ქრისტიანული რელიგიის დასაბამს ჩვ. წ. აღ.-ით 337 წ.

 

  • გამგზავრების დრო: 10:00 სთ.
  • დაბრუნების დრო: 19:00 სთ.
  • მანძილი თბილისიდან: 30 კმ.
  • მგზავრობის ძანგრძლივობა: 2 სთ.
  • სიმაღლე ზღვის დონიდან: 550 მ.

 

  • გორი - საქართველოს უძველესი ქალაქი, რომელიც მდებარეობს აბრეშუმის გზაზე, იგი განთქმულია როგორც სტალინის სამშობლო. შესაძლებელია სტალინის სახლ-მუზეუმის მონახულება.
  • უფლისციხე - ანტიკური ხანის კლდეში ნაკვეთი ქალაქი, რომელიც თარიღდება ჩვ. წ. აღ.-ით 4-ე ს.
  • ვახშამი გორში
  • დაბრუნება თბილისში. ღამისთევა  სასტუმროში.

 

  • დღე 3
  • სასტუმროდან გასვლა.
  • ტრანსფერი აეროპორტში

 

  • ფასი: 1050 ლარი/1 კაცი ორადგილიან ნომერში
  •  
  • ღირებულებაში შედის:
  • განთავსება სატუმროში ქ. თბილისში 2 ღამე /3 დღე საუზმით
  • ინდივიდუალური ტრანსფერი აეროპორტში 2 გზა კომფორტაბელური სატრანსპორტო საშუალებით
  • ინდივიდუალური ტრანსფერი ჯგუფური ექსკურსიის შეკრების ადგილამდე
  • ტრანსპორტით მომსახურება კოფორტაბელური  მიკროავტობუსით მერსედეს სპრინტერი  ტურის განმავლობაში
  • 2 დღიანი საექსკურსიო ტური/ჯგუფური
  • 1 საფეხმავლო ტური თბილისში - 5 სთ.
  • ინგლისურენოვანი გიდის მომსახურება 2 დღის განმავლობაში
  • ღ-ბაში არ შედის:
  • სადილი და ვახშამი ტურის განმავლობაში
  • მუზეუმში შესასვლელი ბილეთები უფლისციხესა და გორში
  • საბაგიროს და ფუნიკულიორის ბილეთები
  • დამატებითი ხარჯი, რაც ტურით არ არის გათვალისწინებული

 

  • შენიშვნა:  ტურისტები უნდა გამოცხადდნენ შეკრების ადგილზე ტურის დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე.

 

დღიანი ტურები ტარდება რუსულ და ინგლისურ ენაზე თქვენი მოთხოვნის შესაბამისად, გასვლა წარმოებს დედაქალაქიდან. ჯავშანი კეთდება არა უგვიანეს ტურის დაწყებამდე 24 სთ - ით ადრე. შეხვედრის ადგილი დგინდება შეთანხმებისამებრ სტუმრებისთვის მოსახერხებელ ადგილას, სასტუმროს  მიმღებში, ჰოლში, ბინაში, და სხვ. 

ჯავშნის გაკეთება ხდება მეილით შემდეგ მისამართზე: tinatin@bluebirdtravel.ge. ტურის ღირებულების დამოკიდებულია მოთხოვნაზე, სტუმრების რაოდენობაზე და ტურის ხანგრძლივობაზე. 

გადახდა ხორციელდება როგორც ნაღდი, ასევე უნაღდო ანგარიშსწორებით: ტურის დაწყებამდე 24 საათით ადრე. ერთ დღიანი ტურები ტარდება სხვადასხვა მომსახურებასთან კომბინაციაში, ტრანსფერი, საცხოვრებელი და ა. შ.

ტურის ღირებულებაში შედის

  • ტრანსპორტით მომსახურება ინდივიდუალური ტურისტებისა და ჯგუფებისთვის
  • პროფესიონალური გიდის მომსახურება თქვენთვის სასურველ ენაზე. 
  • 1  წყალი
  • დღგ

 

1 დღიანი ტურები

  • თბილისის ტური – 4 საათიანი საფეხმავლო ტური ძველ თბილისში ინგლისურ/რუსულენოვანი გიდის თანხლებით.  ინდივიდუალური ტური იწყება მეიდანზე, გრძელდება ნარიყალას ციხეზე, საიდანაც იშლება თბილისის ულამაზესი ხედები, ლეღვთახევის ჩანჩქერი, თავისუფლების მოედანი და სიყვარულის ხიდით მიმავალი რიყის პარკი.

 

თბილისი  – საქართველოს დედაქალაქი ითვლის 1600 წლოვან ისტორიას. გაეცანით ქალაქის კულტურულ მრავალფეროვნებას. სწორედ აქ ხდება საქვეყნოდ განთქმული ქართული  სტუმართმოყვარეობის მოხდენილი თანაცხოვრება სამი განსხვავებული რელიგიის ფონზე სადაც მართლმადიდებლობა კერპთაყვანისმცემლობას ხვდება, ხოლო მუსულმანური რელიგია - იუდაიზმს. 

გაისეირნებთ ქალაქის ვიწრო ქუჩებში მტკვარზე გადმოკიდებული ხის აივნების ფონზე,  ისიამოვნეთ გოგირდის აბანოებით ძველ თბილისში, სადაც უამრავი სახელოვნებო გალერეა და სალონია წარმოდგენილია უნიკალური ქართული ტიხრული მინანქრის ხელნაკეთი ნამუშევრებით.  

 

  • ძველი ავლაბარი და წმ. სამების საკათედრო ტაძარი - მასშტაბური არქიტექტურული კომპლექსი ძველ თბილისში. 
  • მეტეხის სამონასტრო კომპლექსი და მეფე ვახტანგ გორგასლის ძეგლი, როგორც დედაქლაქის სიმბოლო 
  • ორთაჭალა - თბილისის კიდევ ერთი კოლორიტული უბანი 
  • მეიდანი
  • აბანოთუბანი და თბილისის განთქმული გოგირდის აბანოები 
  • ლეღვთახევის ჩანჩქერი;
  • ნარიყალას ციხე 4-ე საუკუნის ქალაქის უმნიშვნელოვანესი კულტურულ- ისტორიული ძეგლი 
  • ქართლის დედა
  • ბოტანიკური ბაღი
  • თავისუფლების მოედანი
  • პუშკინის ქუჩა და ქალაქის უძველესი ციხე-სიმაგრე 
  • მშრალი ხიდი და ძველმანების ბაზარი 
  • განახლებული აღმაშენებლის გამზირი
  • ღვინის დეგუსტაცია ყარალაშვილის ღვინის მარანში:  5 ტიპის ღვინის დაგემოვნება + 1 საჩუქრად 

კახეთი - ღვინის აკვანი

ტური: სიღნაღი - ბოდბეს მონასტერი - ალაზნის ველი 

  • ტურის ტიპი: ღვინის/საგანმანათლებლო
  • ტურის დაწყების დრო: 09:00 სთ.
  • ტურის დამთავრების დრო: 22:00 სთ.
  •  მგზავრობის ხანგრძლივობა: 2:00 სთ.
  • მანძილი თბილისიდან: 120 კმ.
  • სიმაღლე: 750 მ. ზღვის დონიდან

 

კახეთი - აღმოსავლეთ საქართველოს თვალწარმტაცი მხარე, რომელიც მდიდარია მევენახეობითა და მეღვინეობით, აქ წარმოდგენილია ღვინის 14 მიკრო ზონა, რომელიც იძლევა მრავალფეროვანი ღვინის წარმოების შესაძლებლობას დაწყებული ქვევრის, დამთავრებული ევროპული ღვინის სახეობებით.  

 

სიღნაღი -კახეთის ულამაზესი მყუდრო და პატარა სიყვარულის ქალაქი, სადაც ქორწინების სასახლე მუშაობს 24 სთ. განმავლობაში კვირაში 7 დღე. ქალაქი გარშემორტყმულია 6 კმ. გალავნით, რომელიც სიდიდით მეორეა ჩინეთის დიდი კედლის შემდეგ, მას ამშვენებს კოშკურა, საიდანაც იშლება ულამაზესი ხედი ალაზნის ველზე.  გაისეირნებთ ციხე - სიმაგრის გალავნის ტურისტულ ბილიკზე და ისიამოვნებთ ალაზნის ველის საოცარი ხედებით! ეწვიეთ ადგილობრივ არქეოლოგიურ - ისტორიულ მუზეუმს, სადაც წარმოდგენილია აღმ. საქართველოს ისტორიის აღმწერელი IV-XVIII ს. ს.  ისტორიულ - არქეოლოგიური მასალა.

 

ბოდბეს მონასტერი2 კმ. ქალაქ სიღნაღიდან  XI ს. დედათა მონასტერი, რომელიც საქართველოს განმანათლებლის, წმინდა ნინოს სახელობისაა. სწორედ აქ ინახება მისი წმინდა ნეშტი, მისი სურვილის თანახმად

 

ყვარლის გვირაბი - უნიკალური გვირაბი, რომელიც განთქმულია ევროპული და ქვევრის ღვინის წარმოებით;  აქ თქვენ გელოდებათ ექსკურსია და ღვინის დეგუსტაცია სასიამოვნო გარემოში, ადგილობრივი მეღვინეობის რესტორანი კი სადილად იწვევს ნებისმიერ სტუმარს. 

 

ღვინის უფასო  დეგუსტაცია მეღვინეობა გრანელში – ღვინის უფასო დეგუსტაცია 20 ლ. ღვინის შეძენის  შემთხვევაში, ღვინის მრავალფეროვანი ასორტიმენტი როგორც კახური, ასევე საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან, უიშვიათესი უსახელაურის ჩათვლით.

 

 

 

 

მოიარე სრულიად საქართველო -  თქვენ გელოდებათ ღვინის ტური კახეთში, რთველი და ლაშქრობა მთებში .

ისიამოვნეთ კომბინირეული ტურით სექტემბერში

 

 

 

ტური მოიცავს:

 

  • თბილისი - კახეთი: გურჯაანი -სიღნაღი - ბოდბე - ყვარელი
  • ყაზბეგი - ანანური - გუდაური - გერგეთი - ტრუსო - გველეთი
  • ბორჯომი -  მწვანე მონასტერი
  • კანიონები: მარტვილი - ოკაცე - ბალდი - კაღუს ჩანჩქერი
  • პერიოდი: სექტემბრის თვე

 

ტურის ხანგრძლივობა: 10 დღე/10 ღამე/

ტურის ტიპი: კულტურულ საგანმანათლებლო /სათავგადასავლო/ღვინის ტური/ლაშრქრობა

 

ღ-ბა:    550 ევრო/1 ადამიანი 2 ადგილიან ნომერში

ღ-ბაში შედის :

  • აეროპორტის ტრანსფერი 2 გზა
  • ტრანსპორტით მომსახურება ტურის განმალვობაში
  • ექსკურსიები პროგრამის შესაბამისად კვალიფიცირებული გიდის თანხლებით
  • ღამისთევა საოჯახო სასტუმროში მათე სიღნაღში - 1 ღამე/2ჯერადი კვებით  
  • ღამისთევა საოჯახო სასტუმროში ყაზბეგში 2 ღამე/3დღე/2 ჯერადი კვებით 
  • ღამისთევა საოჯახო სასტუმროში თბილისში სასტუმროში ლმ კლუბი - 3 ღამე საუზმითა და სპა ცენტრით
  • ღამისთევა სასტუმროში ბორჯომში აისი - 1 ღამე/საუზმით
  • ღამისთევა სასტუმროში მარტვილშიკანიონი - 2 ღამე/საუზმით  
  • ღვინის დეგუსტაცია გრანელში 20 ლ. ღვინის ყიდვის შემთხვევაში
  • ყვარლის გვირაბსა და მეღვინეობა ხარებაში შესასვლელი ბილეთები/ექსკურსია/ ღვინის დეგუსტაცია 
  • დადიანების საშემოდგომო რეზიდენციაში შესასვლელი ბილეთები და ღვინის დეგუსტაცია 
  • ვახშამი დადიანების საშემოდგომო რეზიდენციაში სოფელ სალხინოში, მარტვილი
  • ბორჯომის პარკისა და საბაგიროს ბილეთები 
  • მარტვილისა და ოკაცეს კანიონში შესასვლელი ბილეთები და ნავით გასეირნება  
  • სადილი კაღუს ჩანჩქერზე 
  • დელიკით მომსახურება ყაზბეგში
  • კულინარიული მასტერკლასები და საუზმე გურჯაანში, სოფელ ჩუმლაყში
  • რთველი და სადილი ყვარლის რაიონში, სოფელ ახალსოფელში ღვინის ეზო N 1
  • სადილი რიკოთის გადასასვლელზე, რესტორანი ზღაპარი 
  • სადილი ახალდაბაში, ბორჯომში “ფორიას სახაჭაპურეში” 
  • გალა ვახშამი თბილისში რესტორანი «მრავალჟამიერი»

 

 

ღ-ბაში არ შედის:

  • გოგირდის აბანოები თბილისში – მასაჟი და ქისა 
  • თბილისის საბაგირო და ფუნიკულიორის ბილეთები
  • სადილი და ვახშამი დამატებით 
  • დამატებითი ღვინის დეგუსტაცია
  • პიკნიკი ყაზბეგში ტრუსოს ხეობაში 
  • ფოტოსესია დადიანების რეზიდენციაში ეროვნულ ტანისამოსში
  • დელიკით მომსახურება ოკაცეს კანიონში 
  • სადილი თბილისში ვარდების ბაღში სურვილისამებრ
  • ხინკალი ფასანაურში, ან მლეთაში, ყაზბეგის რაიონში 

 

 

აღმოაჩინე სრულიად საქართველო!

მარშრუტის აღწერა:

  • თბილისი – საქართველოს დედაქალაქი – 4 სთ. საფეხმავლო ტური 
  • კახეთი:– საქართველოს ერთ - ერთი ულამაზესი რეგიონი, რომელიც მსოფლიოში განთქმულია ღვინის წარმოებით
  • გურჯაანი
  • სიღნაღი
  • ბოდბე
  • ყვარელი

 

  • ყაზბეგი – დატკბით ულამაზესი ხედებითა და თავალწარმტაცი ბუნებით ძლევამოსილი მთების ფონზე
  • ანანური  
  • გუდაური
  • გერგეთი
  • ტრუსო
  • გველეთის ჩანჩქერი

 

  • ბორჯომი–მსოფლიოში განთქმული კლიმატო-ბალნეოლოგიური კურორტი, რომელიც განთქმულია მინერალური წყლითა და გოგირდის აბანოებით.
  • სამეგრელო: – კანიონებით მდიდარი რეგიონი, წარმოუდგენლად  ლამაზი ფერის მდინარე აბაშითა და თვალისმომჭრელი პეიზაჟებით  

 

  • მარტვილი
  • ოკაცე
  • ბალდის კანიონი 
  • კაღუს ჩანჩქერი

 

  • ბათუმი – საქართველოს ერთ-ერთი უდიდესი ქალაქი და აჭარის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი, ულამაზესი არქიტექტურის მქონე ქალაქი აერთიანებს ზღვისა და ღამის ცხოვრებას, მთაში ლაშქრობასა და კულტურულ-საგანმანათლებლო ტურებს. 

 

  • გონიოს ციხე 
  • მახუნცეთის ჩანჩქერი
  • თამარის ხიდი
  • შარვაშიძეების ღვინის მარანი 
  • კულინარიული მასტერკლასები და ფოლკლორული საღამო სოფელ გობრონეთში, მთიან აჭარაში 
  • ანბანის კოში
  • ბოტანიკური ბაღი 
  • პერიოდი: მთელი წელი

 

ტურის ხანგრძლივობა: 10 ღამე /11 დღე

ტურის ტიპი: კულტურულ - საგანმანათლებლო/სათავგადასავლო/ ღვინის/ლაშქრობა

 

მოინახულეთ ადგილობრივი ტურისტული ღირსშესანიშნაობები და

დათვალიერეთ იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობა საქართველოში! 

აღმოაჩინეთ სრულიად საქართველო დასავლეთიდან აღმოსავლეთით

ეწვიეთ აჭარის დედაქალაქს - ბათუმს

კახური ღვინის დაგემოვნება და შავი ზღვის სანაპირო ერთ ტურში  

სულ:    650 ევრო/1 ადამიანი 2 ადგილან ნომერში

ტურის ღ-ბაში შედის

  • აეროპორტის ტრანსფერი 2 გზა
  • ტრანსპორტით მომსახურება ტურის განმალვობაში
  • ექსკურსიები პროგრამის შესაბამისად კვალიფიცირებული გიდის თანხლებით
  • ღამისთევა საოჯახო სასტუმროში სიღნაღში - 1 ღამე/2ჯერადი კვებით  
  • ღამისთევა საოჯახო სასტუმროში ყაზბეგში 2 ღამე/3დღე/2 ჯერადი კვებით 
  • ღამისთევა საოჯახო სასტუმროში თბილისში   - 1 ღამე საუზმითა და სპა ცენტრით
  • ღამისთევა სასტუმროში ბათუმში - 2 ღამე საუზმით
  • ღამისთევა სასტუმროში ბორჯომში აისი - 1 ღამე/საუზმით
  • ღამისთევა სასტუმროში მარტვილში - 2 ღამე/საუზმით  
  • ღვინის დეგუსტაცია გრანელში 20 ლ. ღვინის ყიდვის შემთხვევაში
  • ყვარლის გვირაბსა და მეღვინეობა ხარებაში შესასვლელი ბილეთები/ექსკურსია/ 2 სახის ღვინის დეგუსტაცია 
  • დადიანების საშემოდგომო რეზიდენციაში შესასვლელი ბილეთები და ღვინის დეგუსტაცია 
  • ვახშამი დადიანების საშემოდგომო რეზიდენციაში სოფელ სალხინოში, მარტვილი
  • ბორჯომის პარკისა და საბაგიროს ბილეთები 
  • მარტვილისა და ოკაცეს კანიონში შესასვლელი ბილეთები და ნავით გასეირნება  
  • სადილი კაღუს ჩანჩქერზე 
  • დელიკით მომსახურება ყაზბეგში
  • კულინარიული მასტერკლასები და საუზმე გურჯაანში, სოფელ ჩუმლაყში
  • რთველი და სადილი ყვარლის რაიონში, სოფელ ახალსოფელში ღვინის ეზო N 1
  • სადილი რიკოთის გადასასვლელზე, რესტორანი ზღაპარი 
  • სადილი ახალდაბაში, ბორჯომში “ფორიას სახაჭაპურეში” 
  • გალა ვახშამი თბილისში რესტორანი «მრავალჟამიერი»

 

ღ-ბაში არ შედის:

  • გოგირდის აბანოები თბილისში – მასაჟი და ქისა 
  • თბილისის საბაგირო და ფუნიკულიორის ბილეთები
  • სადილი და ვახშამი დამატებით 
  • დამატებითი ღვინის დეგუსტაცია
  • პიკნიკი ყაზბეგში ტრუსოს ხეობაში 
  • ფოტოსესია დადიანების რეზიდენციაში ეროვნულ ტანისამოსში
  • დელიკით მომსახურება ოკაცეს კანიონში
  • გასეირნება კინჩხას ჩანჩქერზე
  • ხინკალი ფასანაურში, ან მლეთაში, ყაზბეგის რაიონში 
  • ბილეთები ბათუმის საბაგიროსა და ანბანის კოშკზე
  • შესასვლელი ბილეთები გონის ციხე-მუზეუმსა და ბოტანიკურ ბაღში 
  •  ექსკურსიები ბათუმში
  • ტურის ტიპი: კულტურულ საგანმანათლებლო/ლაშქრობა 
  • ტურის პერიოდი: მთელი წლის განმავლობაში
  • ხანგრძლივობა:  2 ღამე/3 დღე
  • მარშრუტი: ბორჯომი - ახალციხე - რაბათი - ჭულე - საფარა - ვარძია 
  • დაწყების დრო: 9:00 სთ.
  • დამთავრების დრო: 12:00 სთ.
  • სიმაღლე: ზღვის დონიდან   990 მ. (3,255 ფუტი) 
  • მანძილი თბილისიდან: 280 კმ.
  • მგზავრობის ხანგრძლივობა: 3 სთ.

 

სამცხე - ჯავახეთის რეგიონი – მდებარეობს საქართველოს სამხ.-აღმ. თურქეთის საზღვართან. რეგიონი მდიდარია ისტორიულ - კულტურული მემკვიდრეობით, დახვეწილი არქიტექტურით და გამორჩეულია მრავალფეროვანი ეთნიკური მოსახლეობით. სწორედ აქ არის ქართული აღორძინების ეპოქის დასაბამი. ადგილობრივი კულტურა კარგადაა შემორჩენილი მიუხედავად ოსმალეთის იმპერიის შემოსევების შედეგად მიყენებული ზარალისა. აქაური ბუნება განსაკუთრებულად მომხიბლავია, რომელიც მრავალფეროვანი მართლმადიდებლური, კათოლიკე, მუსულმანური და ებრაული კულტურის ნაზავს წარმოადგენს.

 

დღე 1

  • ბორჯომი – მსოფლიოში განთქმული კლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტი, ბორჯომის მინერალური წყაროები და ბორჯომ-ხარაგაულის ტყე - პარკში ჩაფლული გოგირდის აბაზანები, რომელიც ტურისტებს იზიდავს მისი სამკურნალო თვისებებით. დააგემოვნეთ ბორჯომის ცხელი მინერალური წყაროს წყლები და გაისეირნეთ ტყეში საბგიროთი, დატკბით ბორჯომის ხეობის ულამაზესი ხედებით.
  • მწვანე მონასტერი- IX ს. მამათა მონასტერი, ბორჯომის მუნიციპალიტეტის, სოფელი ჩითახევში ტყეში ჩაფლული ბაზილიკური ტიპის მონასტერია, რომელიც სამი ბაზილიკის ტიპის ეკლესიისა და სამრეკლოსაგან შედგება. ტაძარი ცნობილია ბერების სასწაულებრივად უხრწნადი სისხლის უამრავი ნაკვალევით, რომელიც აქაურობის უდიდესი სიწმინდეა.
  •  განთავსება ახალციხის სასტუმროში. სადილი.
  • რაბათის ციხე – მდარეობს ქალაქ ახალციხეში, რომელიც სამცხე - ჯავახეთის ადმინისტრაციულ ცენტრს წარმოადგენს და საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ისტორიული ქალაქია. ციხე IX ს. თარიღდება და რომელიც ადგილობრივი დიდგვაროვნების, ჯაყელი ათაბაგების დინასტიის რეზიდენციას წარმოადგენდა. სწორედ აქედან მომდინარეობს ქალაქის სახელი ახალ-ციხე.
  • სადილი. თავისუფალი დრო.
  • ღამისთვა ახალციხეში. 

 

დღე 2

  • ჭულეს მონასტერი და ჩანჩქერი – XIV ს. მონასტერი მდებარეობს ისტორიულ სამცხეში, ადიგენის მუნიციპალიტეტში, მდ. ქვაბლიანის სანაპიროზე, როლმელსაც ახლომდებარე ჭულეს ჩანჩქერი ამშვენებს. 
  • ზარზმა - მონასტერი დაარსებულია VIII ს. სერაფიონ ზარზმელის მიერ, საიდანაც იშლება ულამაზესი ხედი ბეშუმის ტყეზე 
  • სადილი რესტორანში ემიგრანტი 
  • სადილი ახალციხეში
  • საფარა-შუა საუკუნებრივი მონასტერი, თარიღდება X ს. იგი ჯაყელი ათაბაგების საოჯახო რეზიდენციასა და საძვალეს წარმოადგენდა, ტყეში ღრმად ჩაფლული მონასტერი ხვეული ბილიკით მიუყვება ულამაზესი ველებით შემოსილ ლანდშაფტს. 
  • ვახშამი და ახალციხეში. თავისუფალი დრო ქალაქში
  • ღამისთევა ახალციხეში.

 

დღე 3

  • ვანის ქვაბები VIII ს. გამოქვაბულების კომპლექსი, უდაბნო - მონასტერი მდებარეობს ასპინძის მუნიციპალიტეტში მდინარე მტკვრის ზემო დინებაში, მის მარჯვენა ნაპირზე. იგი დაარსებულია უდაბნოობის ჟამს.
  • განთავსება ვარძიის კოტეჯებში. 
  • სადილი ვალოდიასთან.
  • ვარძია - კლდეში ნაკვეთი ქალაქის სიმფონია– ქართული აღორძინების სიმბოლო და ძლევამოსილი ეპოქის დასაბამი საქართველოს ისტორიაში, როცა წარსულის სიდიადე ქალის მეფობით დაგვირგვინებულა და ერთიან საქართველოს თამარი მეფედ წოდებული მართავდა;  კლდეში ნაკვეთი  ქალაქის სამონასტრო კომპლექსის ცენტრში განთავსებულია ღვთისმშობლის ტაძარი XII ს. იგი მდიდარია ფრესკული მოხატულობით, მათ შორის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია კედლის მხატვრობა, რომელიც ბაგრატიონთა სამეფო დინასტიის ოჯახს ასახავს. ვარძიის მშენებლობა მეფე გიორგი III სახელს უკავშირდება, რომლის მშენებლობა თამარ მეფეს დაუსრულებია. 
  • გასეირნება ვარძიის შემოგარენში
  • სოფელი ჭაჭკარი
  • იოანე ნათისმცემლის ტაძრის მონახულება- ნებაყოფლობით
  • ვალოდიას ღვინის მარანი და ადგილობრივი წარმოების არყისა და ღვინის დეგუსტაცია 
  • ვახშამი და ღამისთევა ვარძიაში ვალოდიას მარანში

 

დღე 4

  • საუზმე ვარძიაში
  • ტრანსფერი თბილისში

 

სულ: $ 200 /კაცზე

 

ღ-ბაში შედის:

  • ტრანსპორტით მომსახურება კომფორტაბელური მინივენით/მანქანით 
  • პროფესიული გიდის მომსახურება
  • განთავსება სასტუმროში/გესთჰაუსში 2 ღამე ახალციხეში საუზმით
  • განთავსება ვარძიაში 1 ღამით /2 ჯერადი კვებით
  • სადილი რესტორანში ემიგრანტი 
  • მუზეუმის ბილეთები რაბათის ციხეზე და ვარძიაში