Notice: Undefined variable: UB in /home/blueb001/public_html/libs/Functions.php on line 616

Notice: Undefined variable: UB in /home/blueb001/public_html/libs/Functions.php on line 630
2500

პორტუგალია

ღირებულებაში შედის:
სასტუმრო
კვება
ტრანსფერი
დაზღვევა
მატარებლის ბილეთები
გიდის მომსახურება
03.04.2020 - 11.09.2020
216

ლისაბონი - სინტრა - კაშკაიში - ევორა - სილვეში

ლისაბონი - სინტრა - კაშკაიში - ევორა - სილვეში - მონსარაჟი  - ალგარვე

 

ტურის დაწყების დღე: პარასკევი; შაბათი, კვირა

ხანგრძლივობა: 8 დღე/ 7 ღამე

განთავსება: 3 ღამე ლისაბონი + 2 ღამე ევორა + 2 ღამე ალგარვე 

თარიღი:  03.04 - 10.04; 04.04 - 11.04; 05.04 - 12.04

 

საგზურის ღირებულება: 2500 ლარი

 

საექსკურსიო მარშრუტი: ლისაბონი- 25 აპრილის ხიდივასკო და გამას ხიდისინტრაკაბო დე როკას კონცხი - კაშკაიშმეგალითებიევრორამონსარაჟვილა ვისოზაელვაშვილმოურასილვეშლოგუშსოგრეშწმ. ვისენტეს კონცხი - სეტუბალქრისტეს ქანდაკება 

ექსკლუზიური ტური: კორპის მწარმოებელი ფაბრიკის დათვალიერება

 

-----------------------------

 

დღე 1.

ჩამოსვლა ლისაბონში, დახვედრა . ტრანსფერი სასტუმროში. 

განთავსება სასტუმროში: 14;00 სთ. თავისუფალი დრო. დასვენება და საყიდლებზე გასეირნება.

 

დღე2.

სინტრაროკას კონცხიკაშკაიში

საუზმე სასტუმროში. გამგზავრება ქალაქ სინტრას მიმართულებით - პორტუგალიის მეფეთა საზაფხულო რეზიდენციაში, ზღაპრული სასახლეებითა და ფანტასტიური ვილებით შეფენილი გორაკებითა და ულამაზესი ხედებით მოხატული გზებით რომელიც მნახველებს ხიბლავს საუკუნეების განმავლობაში. რეგალეირას მამულის დათვალიერება გიდის თანხლებით *  - XIX ს. მიწურულს დაარსებული მამული ნეო - გოთიკის სტილშია შესრულებული და ვრცელი ბაღებით გარშემორტყმული. ეს ადგილი ნამდვილი აღმოჩენაა მათთვის, ვინც დაინტერესებულია მასონებით, რელიგიითა და ოკულტიზმით, იგი ზუსტ განმარტებას იძლევა იმის შესახებ თუ რა არის სინტრა. თავისუფალი დრო სუვენირებისთვის ან ეროვნული სამეფო სასახლის დათვალიერება დამოუკიდებელად. სადილი თავისუფალ დროს. ევროპის კონტინენტის უკიდურესი დასავლეთი  -  კაბო დე როკას კონცხი. გაჩერება მისზე. გამგზავრება ატლანტიკის ოკეანის სანაპიროზე, თვალწარმტაცი ხედებისა და საკურორტო ქალაქების გავლით, ეშტორილის და კაშკაიშის დათვალიერება, სერფინგისთვის განთქმული გინშუს პლაჟი და ქვიშის დიუნები. დაბრუნება ლისაბონში.

 

 

დღე 3.

 ლისაბონი - საექსკურსიო ტური ლისაბონში - 4 სთ. 

საუზმე სასტუმროში. ექსკურსია იწყება ედუარდ VII-ის სახელობის პარკის სათვალთვალო მოედნიდან, გასეირნება ქალაქის მთავარ გამზირზე, როსიუს მოედანზე გაჩერება, სადაც ფეთქავს ძველი ქალაქის გული, ოდესღაც  აქ წვავდნენ ერეტიკოსებს და აწყობდნენ კორიდას ბრძოლებს.

გასეირნება ქალაქის ისტორიულ ნაწილში. გამგზავრება ცნობილი სავაჭრო მოედნისკენ  –ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და შთამბეჭდავი მოედანი არა მხოლოდ ლისაბონის, არამედ სრულიად ევროპის მასშტაბით. ბელემის რაიონის დათვალიერება - „მანუელინოს“ სტილის შედევრი და იუნესკოს კულტურული მემვკიდრეობა - ჟერონიმუშის განთქმული მონასტერი, ტაძარი, რომელშიც დაკრძალულია ვასკო და გამა და პორტუგალიის სამეფო დინასტია.ტორე დე ბელენის კოშკი და პირველი დამაარსებლის ძეგლი - ლისაბონის სიმბოლო და მისი მთავარი ღირსება. 

 
დღე 4.
 

 ვასკო და გამას ხიდიმეგალითებიევორა 

საუზმე სასტუმროში. ნომრების გათავისუფლება. გამგზავრება ვასკო და გამას სახელობის ხიდის მიმართულებით, რომელიც ცნობილია ევროპაში ყველაზე გრძელი ხიდის სახელით. კრომლეხ ალმენდრიში - ქ. ევორას მახლობლად - ერთ-ერთი ყველაზე მეგალითური კომპლექსი პირინეის ნახევარკუნძულზე. ოფიციალური სამეცნიერო ვერსიის თანახმად იგი მიეკუთვნება ნეოლითის ეპოქას, იგი თარიღდება 4-5 ათასწლეულს ჩვ. წ. აღ.-მდე. თავდაპირველად იგი შედგებოდა დიდი რაოდენობთ მენგირებისგან, რომელთაგანაც უმეტესობამ განიცადა დემონტაჟი. შემდეგი საექსკურსიო ობიექტია ქალაქი ევორა ალენტეჟუს ოლქში, რომელსაც „პრინცესას“ უწოდებენ. პორტუგალიის უმსხვილესი რეგიონი, ევროპის ერთ-ერთი ყველაზე თვითმყოფადი და ეგზოტიკური კუთხე. რეგიონთან ნაცნობობა ალენტეჟუს რაიონის რესტორანში იწყება! სადილი რესტორანში. საფეხმავლო ტური ევორის ისტორიულ ნაწილში. ამ ქალაქში მდებარეობს ისეთი მნიშვნელოვანი არქიტექტურული ძეგლები, როგორიცაა რომის ტაძარი, წმ. ფრანცისკის ტაძარი, ძვლების სამრეკლო*, საკათედრო ტაძარი *, და სხვა საინტერესო ღირსშესანიშნავი ადგილები.

ექსკურიის შემდეგ განთავსება სასტუმროში. თავისუფალი დრო. დასვენება

 

დღე 5.

მონსარაჟ - ელვაშ- ვილა ვისოზა

საუზმე სასტუმროში. გაჩერება ულამაზეს ქალაქ მონსარაჟში -– გორაკის მწვერვალზე განთავსებული პორტუგალიის სასაზღვრო ციხე - ქალაქი, საიდანაც იშლება ულამაზესი ხედები, ალენტეჟუს ველებზე,  ვენახებზე, ზეითუნის ხეივნებზე, მეზობლად მდებარე ესპანეთის პეიზაჟებზე და მდინარე გუადიანუზე, რომელიც ესპანეთისა და პორტუგალიას შორის ბუნებრივ საზღვარს წარმოადგენს. გამგზავრება ქალაქ ელვაშში, ქალაქის დათვალიერება. ქალაქი დაარსებულია 1229 წ., მოგვიანებით იგი გამაგრებულ იქნა როგორც ესპანეთის სასაზღვარო გარნიზონის ციხე-სიმაგრე ყველა საფორტიფიკაციო სამეცნიერო ნორმის დაცვითა და გათვლაისწინებით. ქალაქის ცენტრში შემორჩენილია მრავალრიცხოვანი კაზარმები, გრანდიოზული წყალმომარაგების სისტემა და ხიდი. ელვაშის გამაგრებები თავისი დროისთვის სანიმუშო ბასტიონურ სისტემას წარმოადგენს, რომლის რესტავრაციაც მოხდენილია 2012 წ. იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის ორგანიზაციის მიერ. ფორტა გრასას დათვალიერება * - 17 ს. თავისუფალი დრო სადილისთვის ელვაშში. ქალაქ ვილა ვისოზას მონახულება, სახელწოდება ითარგმნება როგორც „ნაყოფიერი ველი“. ჰერცოგი ბრაგანსის მარმარილოს სასახლის -* XVI ს. ს. დათვალიერება, რომელიც მთავარ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს. პირველ სართულზე გრძივად განთავსებული ოთახები ჯერ კიდევ ინარჩუენებენ დიდებულებას. მეფე კარლუშის და მისი მეუღლის განსაკუთრებული სიმყუდროვით გამორჩეული ოთახები ძლიერ შთაბეჭდილებას ახდენენ მნახველზე. დაბრუნება სასტუმროში

 

დღე 6.

კორპის ფაბრიკა - ვილამოურა - სილვეში

საუზმე სასტუმროში. ნომრების განთავისიუფლება. საცობის მწარმოებელი ფაბრიკის მონახულება. ალენტიჟუს რეგიონი წარმოადგენს კორპის მუხის სამშობლოს, ხოლო პორტუგალიაში იწარმოება მთელი მსოფლიოს 54 % კორპი. გაგაცნობთ უამრავ საინტერესო რამეს ამ უნიკალური ხის ჯიშის შესახებ, როგორ იზრდება და მუშავდება კორპი მის საბოლოო წარმოებამდე. გაეცნობით წარმოების პროცესს: კორპის აორთქლებას, დაწრეტას, გარდაქმნას, რობოტიზირებული და ხელით დაფასოება - შეფუთვა. გამგზავრება ვილამორაში - ერთ-ერთ ყველაზეპრესტიჟულსა და განვითარებულ რაიონში. ვილამორა თავს იწონებს ევროპაში უმსხვილესი იახტ კლუბებითა და მდიდრული კაზინოებით. ქალაქში უამრავი კაფე-რესტორნებია, სადაც სტუმრებს სთავაზობენ ახლომდებარე სანაპიროზე ახლადდაჭერილი თევზეულისა და ზღვის პროდუქტების ფართო არჩევანს. თავისუფალი დრო, სადილი ვილამორეში. გამგზავრება სილვეშში - მავრიტანიის სამეფოს ალგარვეს უძველეს დედაქალაქში. არაბი გეოგრაფი იდრისი ხოტბას ასხავდა ქალაქის სილამაზეს, ხოლო ადგილობრივებმა მას ახალი ბაღდადი შეარქვეს. ქალაქის ძველი დიდების მომსწრე გახლდათ სისხლიანი წითელი ქვიშით ნაგები ციხე-სიმაგრე „გრეშ დე სილვეშ“’; ალგარვე მნიშვნელოვან კონკურენციას უწევდა გრანადასა და ლისაბონს. სასტუმროში განთავსება ალგარვეში - 2 ღამით. 

 

დღე 7.

თავისუფალი დღე ან ექსკურსია დამატებით ფასად - «იმპერიის დიდება: საგრეში, ლაგუში, წმ. ვისენტეს კონცხი»

გიწვევთ დამატებით ექსკურსიაზე ალგარვეს ისტორიულ უბნებში. ეწვევით უძველეს საპორტო ქალაქს ლაგუშს, რომელიც ოდესღაც მთლიანი სანაპირო ზოლის ცენტრს წარმოადგენდა და ემსახურებოდა თევზისა და საქონლის გადაზიდვებს აფრიკიდან ევროპაში. აქედან იწყებოდა უმნიშვნელოვანესი ოკეანის გადაღმა უმნიშვნელოვანესი სანაოსნო ექსპედიციები, აქ გაჩნდა ევროპაში პირველი შავი მონების ბაზარი. ამინდის შესაბამისად მოგვეცემა შესაძლებლობა, მოვინახულოთ მოწყალების კონცხი, რომელიც ყველაზე თვალისმომჭრელ მხარედ ითვლება მთელს პორტუგალიაში, გასეირნება ნავებით ქვის ქვაბულებში. გამგზავრება საგრეშის მიმართულებით, რომელიც მეზღვაური გენრიხის სახელთანაა დაკავშრებული; გამგზავრება ევროპის კონტინენტის უკიდურეს სამხრეთ - დასავლეთ წერტილისკენ - სან ვინსენტეს კონცხი. რომაელები ამ კონცხს თვლიდნენ წმინდა ადგილად (პრომონტორიუმ საკრუმ)  და ქვეყნიერების დასალიერად მიიჩნევდნენ. ამას მოწმობს ოკეანის უკიდეგანო სივრცეებზე აღმართული კლდე და ყველაზე მძლავრი შუქურა მთელს ევროპაში (ექსკურსია დამატებით ფასად).

 

დღე 8.

 

ალგარვესეტუბალი- ლისაბონი

საუზმე სასტუმროში. ნომრების განთავისუფლება. გამგზავრება ლისაბონში, გზად გაჩერება სეტუბალში - ევროპის ულამაზეს ბაზარში, გასტრონომიული სუვენირების შესაძენად სადილი სეტუბალში. ღვინის მარნის მონახულება, გაცნობა ხარისხიანი ღვინის წარმოებასთან და დეგუსტაცია, მარანი განსაკუთრებით განთქმულია არომატული  სადესერტო ღვინის - Moscatel de Setúbal წარმოებით. ტურის დასრულების ადგილი ქრისტეს ქანდაკება*, მდინარე ტეჟუს სამხ. სანაპიროზე, რომელიც წარმოადგენს რიო დე ჟანეიროს განთქმული ქრისტეს ქანდაკების უბადლო ასლს. დაბრუნება ლისაბონში 25 აპრილის ხიდის გავლით, რომელიც სან ფრანცისკოს „ოქროს კარიბჭეს წააგავს“. ტრანსფერი აეროპორტში, ან განთავსება სასტუმროში ქ. ლისაბონში.  ტრანსფერი აეროპორტში.

 

ტურის ღირებულებაში შედის:

 

  • აეროპორტის ტრანსფერი კომფორტაბელური სატრანსპორტო საშუალებით
  • პროფესიონალური რუსულენოვანი გიდის მომსახურება საექსკურსიო პროგრამის მიხედვით;
  • განთავსება სასტუმროში შერჩეული კატეგორიის თანახმად, საუზმით. ყველა სასტუმრო მდებარეობს ქალაქის ცენტრში.
  • 1 დეგუსტაცია: ღვინო და მუშკატელა 
  • 1 სადილისასმელით რესტორანში: ალენტეჟუს ადგილობრივი სამზარეულოთი 
  • შესასვლელი ბილეთები კორპის ფაბრიკაში
  • შესასვლელი ბილეთები სილვეშის ციხეში
  • შესასვლელი ბილეთები ჟერონიმუშის მონასტერში 
  • შესასვლელი ბილეთები წმ. ფრანცისკის ტაძარში, ევორეში 
  • ყურსასმენები მთელი პროგრამის განმავლობაში

 

ტურის ღირებულებაში არ  შედის:

  • ავიაბილეთის საფასური
  • პროგრამით გათვალისწინებულ სასახლეებსა და მუზეუმებში შესასვლელი ბილეთები დაახლოებით 40€ კაცზე.
  • ქალაქის მოსაკრებელი სასტუმროებში

 

 

 

მსგავსი ტურები