560

სამცხე-ჯავახეთი

ღირებულებაში შედის:
სასტუმრო
კვება
ტრანსფერი
გიდის მომსახურება
01.12.2019 - 01.12.2020
827

ბორჯომი - ახალციხე - ასპინძა

სამცხე - ჯავახეთის რეგიონი – მდებარეობს საქართველოს სამხ.-აღმ. თურქეთის საზღვართან. რეგიონი მდიდარია ისტორიულ - კულტურული მემკვიდრეობით, დახვეწილი არქიტექტურით და გამორჩეულია მრავალფეროვანი ეთნიკური მოსახლეობით. სწორედ აქ არის ქართული აღორძინების ეპოქის დასაბამი. ადგილობრივი კულტურა კარგადაა შემორჩენილი მიუხედავად ოსმალეთის იმპერიის შემოსევების შედეგად მიყენებული ზარალისა. აქაური ბუნება განსაკუთრებულად მომხიბლავია, რომელიც მრავალფეროვანი მართლმადიდებლური, კათოლიკე, მუსულმანური და ებრაული კულტურის ნაზავს წარმოადგენს.

 

  • ტურის ტიპი: კულტურულ საგანმანათლებლო/ლაშქრობა 
  • ტურის პერიოდი: მთელი წლის განმავლობაში
  • ხანგრძლივობა:  2 ღამე/3 დღე
  • მარშრუტი: ბორჯომი - ახალციხე - რაბათი - ჭულე - საფარა - ვარძია 
  • დაწყების დრო: 9:00 სთ.
  • დამთავრების დრო: 12:00 სთ.
  • სიმაღლე: ზღვის დონიდან   990 მ. (3,255 ფუტი) 
  • მანძილი თბილისიდან: 280 კმ.
  • მგზავრობის ხანგრძლივობა: 3 სთ.

 

დღე 1

  • ბორჯომი – მსოფლიოში განთქმული კლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტი, ბორჯომის მინერალური წყაროები და ბორჯომ-ხარაგაულის ტყე - პარკში ჩაფლული გოგირდის აბაზანები, რომელიც ტურისტებს იზიდავს მისი სამკურნალო თვისებებით. დააგემოვნეთ ბორჯომის ცხელი მინერალური წყაროს წყლები და გაისეირნეთ ტყეში საბგიროთი, დატკბით ბორჯომის ხეობის ულამაზესი ხედებით.
  • მწვანე მონასტერი- IX ს. მამათა მონასტერი, ბორჯომის მუნიციპალიტეტის, სოფელი ჩითახევში ტყეში ჩაფლული ბაზილიკური ტიპის მონასტერია, რომელიც სამი ბაზილიკის ტიპის ეკლესიისა და სამრეკლოსაგან შედგება. ტაძარი ცნობილია ბერების სასწაულებრივად უხრწნადი სისხლის უამრავი ნაკვალევით, რომელიც აქაურობის უდიდესი სიწმინდეა.
  •  განთავსება ახალციხის სასტუმროში. სადილი.
  • რაბათის ციხე – მდარეობს ქალაქ ახალციხეში, რომელიც სამცხე - ჯავახეთის ადმინისტრაციულ ცენტრს წარმოადგენს და საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ისტორიული ქალაქია. ციხე IX ს. თარიღდება და რომელიც ადგილობრივი დიდგვაროვნების, ჯაყელი ათაბაგების დინასტიის რეზიდენციას წარმოადგენდა. სწორედ აქედან მომდინარეობს ქალაქის სახელი ახალ-ციხე.
  • სადილი. თავისუფალი დრო.
  • ღამისთვა ახალციხეში. 

 

დღე 2

  • ჭულეს მონასტერი და ჩანჩქერი – XIV ს. მონასტერი მდებარეობს ისტორიულ სამცხეში, ადიგენის მუნიციპალიტეტში, მდ. ქვაბლიანის სანაპიროზე, როლმელსაც ახლომდებარე ჭულეს ჩანჩქერი ამშვენებს. 
  • ზარზმა - მონასტერი დაარსებულია VIII ს. სერაფიონ ზარზმელის მიერ, საიდანაც იშლება ულამაზესი ხედი ბეშუმის ტყეზე 
  • სადილი რესტორანში ემიგრანტი 
  • სადილი ახალციხეში
  • საფარა-შუა საუკუნებრივი მონასტერი, თარიღდება X ს. იგი ჯაყელი ათაბაგების საოჯახო რეზიდენციასა და საძვალეს წარმოადგენდა, ტყეში ღრმად ჩაფლული მონასტერი ხვეული ბილიკით მიუყვება ულამაზესი ველებით შემოსილ ლანდშაფტს. 
  • ვახშამი და ახალციხეში. თავისუფალი დრო ქალაქში
  • ღამისთევა ახალციხეში.

 

დღე 3

  • ვანის ქვაბები VIII ს. გამოქვაბულების კომპლექსი, უდაბნო - მონასტერი მდებარეობს ასპინძის მუნიციპალიტეტში მდინარე მტკვრის ზემო დინებაში, მის მარჯვენა ნაპირზე. იგი დაარსებულია უდაბნოობის ჟამს.
  • განთავსება ვარძიის კოტეჯებში. 
  • სადილი ვალოდიასთან.
  • ვარძია - კლდეში ნაკვეთი ქალაქის სიმფონია– ქართული აღორძინების სიმბოლო და ძლევამოსილი ეპოქის დასაბამი საქართველოს ისტორიაში, როცა წარსულის სიდიადე ქალის მეფობით დაგვირგვინებულა და ერთიან საქართველოს თამარი მეფედ წოდებული მართავდა;  კლდეში ნაკვეთი  ქალაქის სამონასტრო კომპლექსის ცენტრში განთავსებულია ღვთისმშობლის ტაძარი XII ს. იგი მდიდარია ფრესკული მოხატულობით, მათ შორის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია კედლის მხატვრობა, რომელიც ბაგრატიონთა სამეფო დინასტიის ოჯახს ასახავს. ვარძიის მშენებლობა მეფე გიორგი III სახელს უკავშირდება, რომლის მშენებლობა თამარ მეფეს დაუსრულებია. 
  • გასეირნება ვარძიის შემოგარენში
  • სოფელი ჭაჭკარი
  • იოანე ნათისმცემლის ტაძრის მონახულება- ნებაყოფლობით
  • ვალოდიას ღვინის მარანი და ადგილობრივი წარმოების არყისა და ღვინის დეგუსტაცია 
  • ვახშამი და ღამისთევა ვარძიაში ვალოდიას მარანში

 

დღე 4

  • საუზმე ვარძიაში
  • ტრანსფერი თბილისში

 

სულ: $ 200 /კაცზე

 

ღ-ბაში შედის:

  • ტრანსპორტით მომსახურება კომფორტაბელური მინივენით/მანქანით 
  • პროფესიული გიდის მომსახურება
  • განთავსება სასტუმროში/გესთჰაუსში 2 ღამე ახალციხეში საუზმით
  • განთავსება ვარძიაში 1 ღამით /2 ჯერადი კვებით
  • სადილი რესტორანში ემიგრანტი 
  • მუზეუმის ბილეთები რაბათის ციხეზე და ვარძიაში 
მსგავსი ტურები