1 დღიანი ტურები ტარდება რუსულ და ინგლისურ ენაზე თქვენი მოთხოვნის შესაბამისად, გასვლა წარმოებს დედაქალაქიდან. ჯავშანი კეთდება არა უგვიანეს ტურის დაწყებამდე 24 სთ - ით ადრე. შეხვედრის ადგილი დგინდება შეთანხმებისამებრ სტუმრებისთვის მოსახერხებელ ადგილას, სასტუმროს მიმღებში, ჰოლში, ბინაში, და სხვ.
ჯავშნის გაკეთება ხდება მეილით შემდეგ მისამართზე: tinatin@bluebirdtravel.ge. ტურის ღირებულების დამოკიდებულია მოთხოვნაზე, სტუმრების რაოდენობაზე და ტურის ხანგრძლივობაზე.
გადახდა ხორციელდება როგორც ნაღდი, ასევე უნაღდო ანგარიშსწორებით: ტურის დაწყებამდე 24 საათით ადრე. ერთ დღიანი ტურები ტარდება სხვადასხვა მომსახურებასთან კომბინაციაში, ტრანსფერი, საცხოვრებელი და ა. შ.
ტურის ღირებულებაში შედის
1 დღიანი ტურები
თბილისი – საქართველოს დედაქალაქი ითვლის 1600 წლოვან ისტორიას. გაეცანით ქალაქის კულტურულ მრავალფეროვნებას. სწორედ აქ ხდება საქვეყნოდ განთქმული ქართული სტუმართმოყვარეობის მოხდენილი თანაცხოვრება სამი განსხვავებული რელიგიის ფონზე სადაც მართლმადიდებლობა კერპთაყვანისმცემლობას ხვდება, ხოლო მუსულმანური რელიგია - იუდაიზმს.
გაისეირნებთ ქალაქის ვიწრო ქუჩებში მტკვარზე გადმოკიდებული ხის აივნების ფონზე, ისიამოვნეთ გოგირდის აბანოებით ძველ თბილისში, სადაც უამრავი სახელოვნებო გალერეა და სალონია წარმოდგენილია უნიკალური ქართული ტიხრული მინანქრის ხელნაკეთი ნამუშევრებით.