კახეთი - ღვინის აკვანი
ტური: სიღნაღი - ბოდბეს მონასტერი - ალაზნის ველი
კახეთი - აღმოსავლეთ საქართველოს თვალწარმტაცი მხარე, რომელიც მდიდარია მევენახეობითა და მეღვინეობით, აქ წარმოდგენილია ღვინის 14 მიკრო ზონა, რომელიც იძლევა მრავალფეროვანი ღვინის წარმოების შესაძლებლობას დაწყებული ქვევრის, დამთავრებული ევროპული ღვინის სახეობებით.
სიღნაღი -კახეთის ულამაზესი მყუდრო და პატარა სიყვარულის ქალაქი, სადაც ქორწინების სასახლე მუშაობს 24 სთ. განმავლობაში კვირაში 7 დღე. ქალაქი გარშემორტყმულია 6 კმ. გალავნით, რომელიც სიდიდით მეორეა ჩინეთის დიდი კედლის შემდეგ, მას ამშვენებს კოშკურა, საიდანაც იშლება ულამაზესი ხედი ალაზნის ველზე. გაისეირნებთ ციხე - სიმაგრის გალავნის ტურისტულ ბილიკზე და ისიამოვნებთ ალაზნის ველის საოცარი ხედებით! ეწვიეთ ადგილობრივ არქეოლოგიურ - ისტორიულ მუზეუმს, სადაც წარმოდგენილია აღმ. საქართველოს ისტორიის აღმწერელი IV-XVIII ს. ს. ისტორიულ - არქეოლოგიური მასალა.
ბოდბეს მონასტერი – 2 კმ. ქალაქ სიღნაღიდან XI ს. დედათა მონასტერი, რომელიც საქართველოს განმანათლებლის, წმინდა ნინოს სახელობისაა. სწორედ აქ ინახება მისი წმინდა ნეშტი, მისი სურვილის თანახმად.
ყვარლის გვირაბი - უნიკალური გვირაბი, რომელიც განთქმულია ევროპული და ქვევრის ღვინის წარმოებით; აქ თქვენ გელოდებათ ექსკურსია და ღვინის დეგუსტაცია სასიამოვნო გარემოში, ადგილობრივი მეღვინეობის რესტორანი კი სადილად იწვევს ნებისმიერ სტუმარს.
ღვინის უფასო დეგუსტაცია მეღვინეობა გრანელში – ღვინის უფასო დეგუსტაცია 20 ლ. ღვინის შეძენის შემთხვევაში, ღვინის მრავალფეროვანი ასორტიმენტი როგორც კახური, ასევე საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან, უიშვიათესი უსახელაურის ჩათვლით.